ბალაკმა ლიოვს ზურგი აქცია?

AutoSharing Option
კვირაზე მეტი გავიდა მას მერე, რაც გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდის ყოფილ კაპიტანთან, ნაკრებიდან ფაქტობრივად სკანდალურად გაგდებულ მიხაელ ბალაკთან შერიგების სურვილი გამოთქვა და ამით 35 წლის ნახევარმცველთან შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ბალაკი ლიოვისა და ზოგადად გერმანიის საფეხბურთო კავშირის წინადადებას ახლაღა გამოეხმაურა.

"ლევერკუზენი" ბუნდესლიგის მეორე წრისთვის პორტუგალიაში ემზადება, სადაც ბალაკმა ჟურნალისტებს უთხრა, გერმანიის საფეხბურთო კავშირის მომავალ პრეზიდენტ ვოლფგანგ ნირსბახთან შეხვედრაზე თანახმა ვარ, მაგრამ ვერ დავიჩემებ, რომ ლიოვთან შერიგების სურვილი მაქვსო.

"გავიგე, რომ ჰერ ნირსბახს ჩემთან შეხვედრა და საუბარი უნდა.
ცხადია, ამაზე უარს არ ვიტყვი. ისიც ვიცი, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირში ჩემს გამოსათხოვარ მატჩზე სერიოზულად ფიქრობენ და იოახიმ ლიოვმაც დაადასტურა, რომ ჩემთან დაპირისპირების დასრულების მომხრეა.

საქმე იმაშია, რომ მე აზრი არ შემიცვლია და არც შევიცვლი. ის კი აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ საფეხბურთო კავშირში გამოსათხოვარ მატჩზე ფიქრობენ, რადგან გერმანიის ეროვნულ გუნდს 10 წლის მანძილზე ვემსახურე და მისი კაპიტანიც ვიყავი," - განაცხადა ბალაკმა და ისიც თქვა, რომ ახლა მისი მთავარი საფიქრალ-საზრუნავი "ლევერკუზენი" და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩებია "ბარსელონასთან".

პარასკევს "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი იუბილეს აღნიშნავს (5 იანვარს 60 წლის გახდა) და წვეულებაზე ბალაკი და ნირსბახიც არიან დაპატიჟებულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული