„მარიო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა... პირადად მე, „დორტმუნდიდან“ ყველაზე მეტად თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ვაფასებ. მეტიც, მიმაჩნია, რომ პოლონელს გიოტცეზე მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს. ლევანდოვსკი, მაღალი და ამავე დროს ტექნიკური ცენტრფორვარდია. კარგად ფლობს ბურთს, აქვს შესანიშნავი საგოლე ალღო, ბრწყინვალედ გამოიყურება
პრინციპში, 23 წლის ლევანდოვსკი მართლაც შესანიშნავ სეზონს ატარებს. მან შეძლო და ამ სეზონში დორტმუნდის პუბლიკას ლუკას ბარიოსის არსებობა დაავიწყა – ეს უკანასკნელი კი ბოლო ორ სეზონში „ბორუსიას“ საუკეთესო მეგოლე იყო, თუმცა ზაფხულში დაშავდა, რითაც ლევანდოვსკიმ ისარგებლა და სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო. ბარიოსი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ პოლონელს სასტარტოში ადგილი ვეღარ წაართვა, რის გამოც გუნდიდან წასვლა უნდა.
რიბერის განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენი გერმანელი კოლეგები ლოგიკურად ვარაუდობენ, რომ ფრანგი ნახევარმცველი ერთადერთი ბაიერნელი არ არის, ვისაც ლევანდოვსკი ასე ძალიან მოსწონს. მიმომხილველთა აზრით, ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ „ბაიერნში“ პოლონელის გადაბირებაზე ფიქრობენ.
აი, რას ამბობს თავად რიბერი ამასთან დაკავშირებით: „ტრანსფერებზე ფიქრი ჩემს მოვალეობებში არ შედის, ეს შეფების საქმეა, მაგრამ თუ ვინმე აზრს მკითხავს, პირდაპირ ვეტყვი, რომ ლევანდოვსკის ყიდვის მომხრე ვარ. ჩემთვის რობერტი გიოტცეზე ძვირფასი ფეხბურთელია!“ - ეს ძალიან საინტერესო პასუხია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"