ესეც ასე: როდრიგესიც მგელია!

AutoSharing Option
„ვოლფსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა და მენეჯერმა ფელიქს მაგათმა იანვრის რიგით მე-8 და თამამად შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესო ტრანსფერი სრულყო: 19 წლის მარცხენა მცველმა რიკარდო როდრიგესმა გუშინ „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

გუნდთან ერთად ორი ვარჯიში საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „დესპოტი ფელიქსი“ ახალგაზრდა მცველის შესაძლებლობებში დარწმუნებულიყო.

რიკარდო როდრიგესი 17-წლამდელებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია, „ციურიხის“ ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილი იყო და უკვე შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი - როგორც ხედავთ, 19 წლის ასაკის კვალობაზე ამ ფეხბურთელს უკვე ბევრი რამ აქვს მოსწრებული. გაირკვა, რომ
მისი ყიდვა ბევრ გუნდს სურდა, მაგრამ ყველაზე მეტად „ვოლფსბურგმა“ იაქტიურა.

ტრასნფერში დიდი წვლილი მიუძღვის შვეიცარიის ნაკრების დამრიგებელ ოტმარ ჰიტცფელდსაც, რომელმაც, ჩვენი შვეიცარიელი კოლეგების ინფორმაციით, როდრიგესს სწორედ მაგათთან გადასვლა ურჩია.

„ვოლფსბურგმა“ მართლაც ყველაზე მეტად იაქტიურა. ფელიქს მაგათის მხრიდანაც სერიოზული ინტერესი ვიგრძენი და მივხვდი, რომ მას მართლა ძალიან ვჭირდებოდი. ბუნდესლიგაში გადმოსვლით კარიერის პირველი სერიოზული ნაბიჯი გადავდგი და მჯერა, რომ „ვოლფსბურგთან“ ერთად სერიოზულ წარმატებებს მივაღწევ“, - განაცხადა როდრიგესმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

„ვოლფსბურგს“ და „ციურიხს“ ტრანსფერის ღირებულების გახმაურება არ სურთ, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით კი, „მგლებს“ ნიჭიერი მარცხენა მცველი დაახლოებით 7.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. „დესპოტი ფელიქსის“ თქმით, როდრიგესი ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია მათ შორის, ვინც მას ოდესმე გაუწვრთნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული