"ბაიერნს" რობერტ ლევანდოვსკი სურს

AutoSharing Option
ერთი კვირის წინ, "ბაიერნის" ფრანგი გარემარბი ფრანკ რიბერი დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ქებას მოჰყვა, რამაც მთელი საფეხბურთო გერმანია გააოცა - გერმანიის ჩემპიონში ხომ არაერთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, 23 წლის ლევანდოვსკიზე მეტი პოპულარობით რომ სარგებლობს.

"შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში რიბერი ამბობდა, დორტმუნდიდან ყველაზე მეტად ლევანდოვსკი მომწონს, ეგ ბიჭი მარიო გიოტცეზე ძვირფას ფეხბურთელად მიმაჩნიაო. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მაშინვე იეჭვეს, რომ 28 წლის ფრანგს ეს ან ამდაგვარი ფრაზა "ბაიერნის" ხელმძღვანელებისგან ექნებოდა მოსმენილი...

...და აი, "შპორტ ბილდი" ახალ ნომერში ექსკლუზიურად აქვეყნებს საიდუმლო
წყაროზე დაყრდნობით მოპოვებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, ლევანდოვსკის გვარი რეკორდმაისტერის ბოსების სასურველი მოთამაშეების სიაში მართლაც წერია! ეს ინფორმაცია "ბაიერნში" ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, მაგრამ "შპორტ ბილდი" ირწმუნება, რომ მიუნხენში ლევანდოვსკიზე სერიოზულად ფიქრობენ.

ამაში ალოგიკური არაფერია, რადგან დორტმუნდელთა ტანმაღალი ცენტრფორვარდი ძალიან კარგ სეზონს ატარებს და თუკი შარშან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მიმდინარე სეზონში 26 ოფიციალურ შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი. თანაც, რობერტი, რომელსაც "პოლონელ ფერნანდო ტორესს" უწოდებენ, ზუსტად მარიო გომესის სტილის თავდამსხმელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული