საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს ცხრილის შუა ნაწილში მყოფი გუნდების, „ჰოფენჰაიმისა“ და „ჰანოვერის“ დუელიც, ასევე ბრძოლები გადარჩენისთვის ორი მწვრთნელის დებიუტით: „ფრაიბურგი“-„აუგსბურგი“, „ნიურნბერგი“-„ჰერტა“. ყურადღების ცენტრშია ფელიქს მაგათის მიერ ახლებურად სტრუქტურირებული „ვოლფსბურგიც“ (კიოლნთან). „ვერდერი“ კაიზერსლაუტერნში ჩადის, ტურს კი კვირას საღამოს „ლევერკუზენისა“ და „მაინცის“ ჯახი დახურავს.
იძიებს შალკე შურს?
მთელი გელზენკირხენი შურისძიების სურვილითაა შეპყრობილი, რადგან „შალკე“ პირველ
ზოგადად, „შალკეში“ ყველა ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან გელზენკირხენელები მესამე ადგილზე არიან. გოლეადორ კლაას-იან ჰუნტელაარს (15 გოლი პირველ წრეში) კი სულაც იმის სჯერა, რომ „შალკე“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
რაც შეეხება „შტუტგარტს“: ბრუნო ლაბადიას გუნდი პირველ წრეში არასტაბილური იყო და გადაჭრით ვერ ვამბობთ, რა შეუძლიათ შვაბებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი: „შტუტგარტი“ მეორე ბუნდესლიგაში არ გავარდება. გელზენკირხენში ლაბადია წამყვან ნახევარმცველ გენტნერს ვერ გამოიყენებს, კითხვის ნიშნის ქვეშაა ოკაზაკის ასპარეზობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ „შტუტგარტს“ ახლო მომავალში საკმაოდ რთული მატჩები ელის (ერთ კვირაში „გლადბახს“ უმასპინძლებს, მერე კი „ლევერკუზენში“ ჩადის) და სწორედ ამ სამმა ტურმა უნდა დაგვანახოს, რა შეუძლია ლაბადიას გუნდს სინამდვილეში.
ბრძოლა გადარჩენისთვის: შტრაიხისა და სკიბეს დებიუტები
„ყველაფერი, ან არაფერი!“ - აი, ასეთია „ფრაიბურგისა“ (13 ქულა) და „აუგსბურგის“ (15) დევიზი ამ ტურში, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებიან. „ფრაიბურგში“ პაპის დემბა სისეს ამბავი გადაწყვეტილია: ბრაისგაუელთა მთავარი გოლეადორი აფრიკის თასის დასრულებისთანავე „ნიუკასლში“ გადავა. მას „ფრაიში“ ექს-კიოლნელი ფრაისი შეცვლის.
გუნდის ახალი მწვრთნელი კრისტიან შტრაიხი თავის სადებიუტო შეხვედრაში ამ ფორვარდს ალბათ ძირითად შემადგენლობაში გაამწესებს. ამ სპეციალისტის მთავარი ამოცანა მეორე წრეში დაცვის ხაზის დასტაბილურებაცაა, რადგან „ფრაიბურგმა“ სეზონის პირველ ნახევარში 39 გოლი გაუშვა. სხვათა შორის, გუნდი დაცვაშიც გაძლიერდა - ახალი მარცხენა მცველით, დანიელი ლუმბით. ისე, რაც არ უნდა იყოს, „ფრაიბურგისთვის“ „აუგსბურგთან“ გამარჯვებას ფაქტობრივად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თავად აუგსბურგელები კი ფრითაც კმაყოფილები დარჩებიან.
„ნიურნბერგის“ მთავარ მწვრთნელ დიტერ ჰეკინგს „ჰერტასთან“ პრინციპული მატჩის წინ საკადრო პრობლემები აქვს. ფრანკებს განსაკუთრებით დაცვაში, კერძოდ დაცვის მარჯვენა ფლანგზე უჭირთ. ახალწვეული ბალიტში ტრავმირებულია და ვერ იასპარეზებს, მეორე შენაძენი ჰლუშეკი კი სრულ მზადყოფნაშია და ლოგიკურად, ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ.
„ჰერტაში“ კი ახალი მწვრთნელის, მიხაელ სკიბეს დებიუტი შედგება. ბერლინელები დისკვალფიცირებულ რაფაელს ვერ გამოიყენებენ, თუმცა საკადრო პრობლემები სკიბესაც არ აკლია. მაგალითად, დაცვის ცენტრში მხოლოდ ერთი, ჰუბნიკისა და იანკერის დუეტის ვარიანტი აქვს. მიატოვიჩის არყოფნაში კი, გუნდის კაპიტანი ლელი იქნება.
შეჭამენ მგლები თხებს?
დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები აქვს „ჰოფენჰაიმსაც“, რადგან „ჰანოვერთან“ ძირითადი შემადგენლობის ცენტრალური უკანახაზელები, კომპერი (დისკვალიფიკაცია) და ვორსა (აფრიკის თასზეა) ვერ ითამაშებენ. მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი სასტარტოში სავარაუდოდ ვესტერგაარდისა და ვილიამსის წყვილს გაამწესებს. აფრიკის თასმა წამყვანი ფეხბურთელები „ჰანოვერსაც“ დააკლო - ჰაგი და ია კონანი. პირველს ან ახალგაზრდა ავევორი შეცვლის, ანაც გამოცდილი ეგიმანი, უკანასკნელი კი ძირითადში ისედაც არ მოიაზრებოდა. საინტერესოა, ვის ვიხილავთ მარჯვენა მცველის პოზიციაზე - ჩერუნდოლოს თუ ჩაჰედს.
წესით და რიგით, „ვოლფსბურგმა“ მეორე წრეში პირველზე გაცილებით უკეთ უნდა იასპარეზოს: ჯერ ერთი, ფელიქს მაგათის გუნდები სეზონის მეორე ნახევარში ყოველთვის კარგად ასპარეზობენ და ესეც რომ არ იყოს, ფელიქსმა იანვარში 8 (!) ახალი ფეხბურთელი შეიძინა. ამათგან, ირჟაჩეკს და ვიერინიას ძირითადში ადგილი ფაქტობრივად განაღდებული აქვთ. აღსანიშნავია, რომ პირადად მაგათს „კიოლნთან“ 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
„თხების“ თავკაცი სტალე სოლბაკენი კი გახარებულია იმის გამო, რომ თავდამსხმელი მილოვოე ნოვაკოვიჩი გამოუჯანმრთელდა. ასე რომ, თუ ლუკას პოდოლსკიმ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, „კიოლნი“ უფორვარდოდ არ დარჩება.
ვერდერი სტუმრად ბეტცენბერგზე
საღამოს „კაიზერსლაუტერნი“ „ვერდერს“ უმასპინძლებს. „წითელმა ეშმაკებმა“ თავდასხმა გააძლიერეს (სვიერჩოკი, ვაგნერი). სანდრო ვაგნერის შემთხვევაში, რომელიც პფალცელებმა „ვერდერიდან“ ინათხოვრეს, განსაკუთრებული ვითარებაა: გუნდები შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელი „ვერდერის“ წინააღმდეგ არ ითამაშებდა.
ბრემენელთა სასტარტო შემადგენლობაში 18 წლის თრაიბულის გამოჩენაა სავარაუდო - მწვრთნელი თომას შააფი ამ ფეხბურთელს ბოლო დროს მაგრად აქებს. საინტერესოა ისიც, რომ „ლაუტერნს“ ყველაზე ცუდი თავდასხმა ჰყავს (მხოლოდ 13 გოლი პირველ წრეში), „ვერდერს“ კი ერთ-ერთი უსუსტესი დაცვა (31 გაშვებული გოლი). თანაც, „მუსიკოსები“ დღეს დაცვის ბურჯს, ბრაზილიელ ნალდოს ვერ გამოიყენებენ.
გაგრძელდება ფინკის სერია?
გერმანიის მოქმედი ჩემპიონი და „ბაიერნის“ უმთავრესი კონკურენტი დორტმუნდის „ბორუსია“ ხვალ ჰამბურგში თამაშობს. ჰამბურგელებს ექს-დორტმუნდელი მლადენ პეტრიჩი გამოუჯანმრთელდათ, გუნდის მთავარ მწვრთელ ტორსტენ ფინკს კი რვამატჩიანი წაუგებელი სერიის (2 მოგება, 6 ფრე) გაგრძელება უნდა. თუმცა პეტრიჩის დაბრუნება ჩრდილოგერმანული კლუბისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია, რადგან „დორტმუნდს“ ძალიან სტაბილური დაცვა (მხოლოდ 12 გაშვებული გოლი) ჰყავს.
BVB-ს კი უკვე ნევენ სუბოტიჩიც მწყობრში ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფელიპე სანტანას სავარაუდოდ ისევ სკამზე მოუწევს დაბრუნება. „დორტმუნდის“ დამრიგებელი იურგენ კლოპი იმითაც კმაყოფილია, რომ ნახევარდაცვაში სვენ ბენდერი გამოუჯანმრთელდა. სამაგიეროდ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ვერ ითამაშებს „ბორუსიას“ „მთავარი მარგალიტი“ მარიო გიოტცე, რომელმაც ტრავმის ბოლომდე მოშუშება ვერ მოასწრო და რომც მოასწროს, მისი მოედანზე გაყვანა საკმაოდ დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული.
დორტმუნდელებს სხვა პრობლემაც აქვთ: კითხვის ნიშნის ქვეშაა ძირითადი მეკარის, რომან ვაიდენფელერის თამაში და რაკი სათადარიგო კიპერი მიტჩელ ლანგერაკიც დაშავებულია, შესაძლოა, „ჰამბურგთან“ BVB-ს კარში მოყვარულთა გუნდის გამოუცდელი მეკარე, 22 წლის იოჰანეს ფოხერი ვიხილოთ.
მე-18 ტურის უკანასკნელი მატჩი კი ხვალ საღამოს, „ლევერკუზენსა“ და „მაინცს“ შორის გაიმართება. „ბაიერის“ ბოსები პირველი წრით (მე-6 ადგილი) უკმაყოფილოები არიან და რომ არა ჩემპიონთა ლიგაში მიღწეული წარმატება (გუნდი მერვედფინალში გავიდა), მწვრთნელი რობინ დუტი უკვე დიდი ხნის გაგდებული იქნებოდა. „ფარმაცევტები“ ცუდ ფორმაში მყოფ „მაინცთან“ სამი ქულის აღებას გეგმავენ. „კარნავალელთა“ თავკაც თომას ტუხელს კი ფორვარდ ადამ სალაის გამოჯანმრთელება ახარებს - ამ უკანასკელს „მაინცის“ ძირითადში ვიხილავთ.
გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტური
გუშინ
გლადბახი-ბაიერნი 3:1
გლადბახი (4-4-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, ბრაუერსი, დაემსი - ჰერმანი (89. მარქსი), ნორდტვაიტი, ნოიშტადტერი, არანგო - როისი (90. ლეკიე), ჰანკე (81. კამარგო).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი (66. რაფინია), ვან ბუიტენი (76. გუსტავო), ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი (56. ალაბა), შვაინშტაიგერი - რობენი, მიულერი, კროოსი - გომესი.
გოლები: 1:0 როისი (11), 2:0 ჰერმანი (41), 3:0 ჰერმანი (71), 3:1 შვაინშტაიგერი (76)
გაფრთხილება: არანგო
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 9-12 (5-6); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 54 047
დღეს
შალკე-შტუტგარტი 18:30
პირველ წრეში: 0:3
დისკვალიფიკაცია: ჯონსი (შალკე)
ტრავმა: ფერმანი, ჰოლტბი, ყენია, კლუგე, ფარფანი - აუდელი, გენტნერი
ნიურნბერგი-ჰერტა 18:30
პირველ წრეში: 1:0
დისკვალიფიკაცია: ჩენდლერი - რაფაელი
ტრავმა: გონსალესი, იუდტი, კლოზე, ნილსონი, პინოლა, ბალიტში - ფრანცი, მიატოვიჩი, რუკავიტსია
ფრაიბურგი-აუგსბურგი 18:30
პირველ წრეში: 2:2
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მუიჯა, შუსტერი - ბელინგჰაუზენი, ბა, მორავეკი
ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 18:30
პირველ წრეში: 1:2
დისკვალიფიკაცია: კომპერი, ვორსა (ორივე ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: იაისლე - კ. შულცი, ანდრეასენი, კარლიტოსი, ჰაუგერი, პინტუ
ვოლფსბურგი-კიოლნი 18:30
პირველ წრეში: 3:0
დისკვალიფიკაცია: სერენო (კიოლნი)
ტრავმა: ჰიტცლშპერგერი, სისოკო, ლაკიჩი, მანჯუკიჩი - ბუხტმანი, პეტიტი, ჩიჰი
კაიზერსლაუტერნი-ვერდერი 21:30
პირველ წრეში: 0:2
დისკვალიფიკაცია: შეხტერი - ბოროვსკი, ჰანტი
ტრავმა: იორგენსენი - მილიტცი, ნალდო, ვოლფი, ავდიჩი
ხვალ
ჰამბურგი-ბორუსია (დ) 18:30
პირველ წრეში: 1:3
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტიორე, ბერგი - ლანგერაკი, ფელიპე სანტანა, კოხი, გიოტცე
ლევერკუზენი-მაინცი 20:30
პირველ წრეში: 0:2
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ადლერი, ბარნეტა, ორტეგა, რენატო, სემი - გოპკო, კირხჰოფი, სვენსონი, ივანშიტცი, რისსე, შტიბერი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 18 12 1 5 44:13 37
2. ბორუსია (მ) 18 11 3 4 28:12 36
3. ბორუსია (დ) 17 10 4 3 35:12 34
4. შალკე 17 11 1 5 38:22 34
5. ვერდერი 17 9 2 6 30:31 29
6. ლევერკუზენი 17 7 5 5 22:22 26
7. ჰანოვერი 17 5 8 4 20:24 23
8. შტუტგარტი 17 6 4 7 23:20 22
9. ჰოფენჰაიმი 17 6 4 7 19:19 22
10. კიოლნი 17 6 3 8 27:35 21
11. ჰერტა 17 4 8 5 24:26 20
12. ვოლფსბურგი 17 6 2 9 23:34 20
13. ჰამბურგი 17 4 7 6 21:27 19
14. მაინცი 17 4 6 7 22:29 18
15. ნიურნბერგი 17 5 3 9 17:28 18
16. კაიზერსლაუტერნი 17 3 7 7 13:21 16
17. აუგსბურგი 17 3 6 8 15:28 15
18. ფრაიბურგი 17 3 4 10 21:39 13
ბომბარდირები
16 - გომესი (ბაიერნი); 15 - ჰუნტელაარი (შალკე); 14 - პოდოლსკი (კიოლნი); 12 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ), პისარო (ვერდერი); 10 - რაული (შალკე), როისი (ბორუსია მ); 9 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"