აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მირკო სლომკას შეგირდებს 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, რაც ამბიციური "ჰანოვერისთვის" არასახარბიელო ტენდენციაა. "წითლების" მიზანი ამ სეზონში ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაა
რაც შეეხება "ნიურნბერგს": დიტერ ჰეკინგის გუნდმა ზედიზედ ორი თამაში მოიგო და გასავარდნ ზონასთან 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
"ნიურნბერგი" ექს-ჰანოვერელ ჰანო ბალიტშს ისევ ვერ გამოიყენებს. სამაგიეროდ, დისკვალიფიკაცია მოიხადა და მოედანზე გასვლა შეუძლია მარკუს ფოილნერს, რომელსაც ჰეკინგი სავარაუდოდ მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაამწესებს.
საინტერესოა ისიც, რომ სლომკა და ჰეკინგი ახლო მეგობრები არიან...
ჰანოვერი-ნიურნბერგი
პირველ წრეში: 2:1
ტრავმა: კ. შულცი, ანდრეასენი, კარლიტოსი, ჰაუგერი - ჩენდლერი, კლოზე, პინოლა, ბალიტში
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 18 12 1 5 44-13 37
2. ბორუსია (დ) 18 11 4 3 40-13 37
3. შალკე 18 12 1 5 41-23 37
4. ბორუსია (მ) 18 11 3 4 28-12 36
5. ვერდერი 18 9 3 6 30-31 30
6. ლევერკუზენი 18 8 5 5 25-24 29
7. ჰანოვერი 18 5 9 4 20-24 24
8. ჰოფენჰაიმი 18 6 5 7 19-19 23
9. ვოლფსბურგი 18 7 2 9 24-34 23
10. შტუტგარტი 18 6 4 8 24-23 22
11. კიოლნი 18 6 3 9 27-36 21
12. ნიურნბერგი 18 6 3 9 19-28 21
13. ჰერტა 18 4 8 6 24-28 20
14. ჰამბურგი 18 4 7 7 22-32 19
15. მაინცი 18 4 6 8 24-32 18
16. კაიზერსლაუტერნი 18 3 8 7 13-21 17
17. ფრაიბურგი 18 4 4 10 22-39 16
18. აუგსბურგი 18 3 6 9 15-29 15
ბომბარდირები: 16 - გომესი (ბაიერნი); 15 - ჰუნტელაარი (შალკე); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პოდოლსკი (კიოლნი); 12 - პისარო (ვერდერი); 11 - როისი (ბორუსია /მ/); 10 - რაული (შალკე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"