დედაქალაქელებს 23 წლის ფლანგის უკანახაზელი მომავალი სეზონისთვის უკვე დაბევებული ჰყავდათ - იმის გამო, რომ ბასტიანსს ბრაისგაუელებთან კონტრაქტი უმთავრდებოდა, "ჰერტა" მას ხელში უფასოდ ჩაიგდებდა. შესაბამისად, "ფრაიბურგს" სხვა გზა აღარ ჰქონდა: თუ ბასტიანსის ტრანსფერით ფინანსური ხეირის ნახვა სურდათ, ახლავე უნდა დაეთმოთ და სწორედ ასეთი ნაბიჯი გადადგეს.
ფელიქს ბასტიანსი ბერლინში გუშინ წარადგინეს, ნაშუადღევს კი მან ახალ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. ბერლინში მას 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და როგორც გაირკვა, "ჰერტამ" ფრაიბურგს ნახევარი მილიონი
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ბასტიანსის ლევან კობიაშვილთან კონკურენციაა. ბერლინელთა თავკაცი მიხაელ სკიბე აღნიშნავს, რომ ფელიქსი ქართველის კარგი ალტერნატივაა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ახალწვეული ხვალვე, "ჰამბურგთან" ათამაშოს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ჰერტამ" მარჯვენა მცველ კრისტიან ლელს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომელსაც ვადა ასევე 2016 წლამდე აქვს. ამ უკანასკნელს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ერთ გოლთან ერთად, ორი საგოლე პასიცაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"