ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ გერმანიის ჩემპიონის ცენტრფორვარდს, რომელსაც „ბორუსიას“ ძირითად შემადგენლობაში აღარ ათამაშებენ, „მანჩესტერ სიტისგან“, ლონდონის „არსენალისგან“ და „სანდერლენდისგან“ წინადადებები აქვს.
შეგახსენებთ, რომ პარაგვაის ნაკრებში მოასპარეზე არგენტინელს ამ სეზონში ერთი გოლიც არ გაუტანია, რადგან დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო.
კლოპი პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის ენდობა, რომელსაც გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 14 გოლი აქვს.
ცნობილია, რომ დორტმუნდელები მზად არიან, ბარიოსს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"