ზლატკო იუნუზოვიჩი ბრემენელია!

AutoSharing Option
ბრემენის „ვერდერმა“, როგორც იქნა, შეძლო და ვენის „აუსტრიადან“ სასურველი ფეხბურთელი, ავსტრიელი ნახევარმცველი ზლატკო იუნუზოვიჩი გადაიბირა.

ეს ცნობა გუშინ ბრემენული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დადასტურდა - „მუსიკოსები“ წარმოშობით სერბ ნახევარმცველს ყველაფერზე შეუთანხმდნენ.

„ვერდერის“ მთავარი მწვრთნელი თომას შააფი 24 წლის იუნუზოვიჩ ნიჭიერ ნახევარმცველად მოიხსენიებს - თომასი დარწმუნებულია, რომ ეს ფეხბურთელი „ვერდერის“ ნახევარდაცვას კიდევ უფრო მრავალმხრივს და არაპროგნოზრებადს გახდის.

ზლატკოს „ვერდერში“ სებასტიან პრიოდლისა და მარკო არნაუტოვიჩის სახით ავსტრიის ნაკრებიდან ორი თანაგუნდელი დახვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული