ივიცა ოლიჩი "ვოლფსბურგზე" ფიქრობს

AutoSharing Option
"ბაიერნის" რეზერვისტი ივიცა ოლიჩი გერმანიიდან წასვლას გამორიცხავს, მაგრამ არც მიუნხენში დარჩენის პერსპექტივა ხიბლავს, რადგან იცის, რომ რეკორდმაისტერის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება.

"ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში 32 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა დაადასტურა, რომ "ვოლფსბურგში" გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

"ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება გამორიცხული არ არის, მაგრამ ჯერ ხელი არაფრისთვის მომიწერია. ფაქტია, რომ გერმანიიდან არ წავალ - ეს ჩემმა შვილებმა ამიკრძალეს, რადგან აქ თავს ძალიან კარგად გრძნობენ. შესაბამისად, მე უკვე დავიწყე "ვოლფსბურგში" გადასვლაზე ფიქრი," - უთხრა ოლიჩმა "ბილდს".

შეგახსენებთ, რომ "ვოლფსბურგის" თავკაცი ფელიქს მაგათი
ოლიჩზე ოცნებობს. აქამდე ივიცას იტალიიდან და ესპანეთიდან ჰქონდა წინადადებები, მაგრამ როგორც ხედავთ, გერმანიიდან წასვლა საბოლოოდ გამორიცხა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, მაგათი მზადაა, "მგლების" მფარველ ავტოგიგანტ "ფოლკსვაგენს" ოლიჩის ხელფასი (5.5 მილიონი წელიწადში) დააფინანსებინოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული