მიუნხენის "ბაიერნი" რომის პაპ ბენედიქტ მეთექვსმეტეს კლუბის საპატიო წევრობას შესთავაზებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა აპირებს რომის პაპ ბენედიქტ მეთექვსმეტეს კლუბის საპატიო წევრობა შესთავაზოს.

ამის შესახებ გერმანული გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა. პაპი მიუნხენთან ახლოს დაიბადა და ჰიონესი მას საკუთარ კლუბში სიხარულით მიიღებს.

"საკმარისია მან ერთი სიტყვა თქვას და "ბაიერნის" საპატიო წევრის წოდებას სიხარულით მივანიჭებთ", - განაცხადა ჰიონესმა.

კათოლიკური ეკლესიის კავშირი ფეხბურთთან სიახლე არაა. ბენედიქტ მეთექვსმეტეს წინამორბედი, იოანე პავლე მეორე დორტმუნდის "ბორუსიას" და "შალკეს" საპატიო წევრი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული