ამის შესახებ გერმანული გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა. პაპი მიუნხენთან ახლოს დაიბადა და ჰიონესი მას საკუთარ კლუბში სიხარულით მიიღებს.
"საკმარისია მან ერთი სიტყვა თქვას და "ბაიერნის" საპატიო წევრის წოდებას სიხარულით მივანიჭებთ", - განაცხადა ჰიონესმა.
კათოლიკური ეკლესიის კავშირი ფეხბურთთან სიახლე არაა. ბენედიქტ მეთექვსმეტეს წინამორბედი, იოანე პავლე მეორე დორტმუნდის "ბორუსიას" და "შალკეს" საპატიო წევრი იყო.