"სოფლელებს" ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან ხუთივე ფრედ აქვთ დამთავრებული და ამ ერთი მხრივ საინტერესო, მაგრამ წარუმატებელი სერიის შეწყვეტა სწორედ ბაბელს სურს - რა თქმა უნდა, გამარჯვებით.
მარკუსის დებიუტი წინა კვირას შედგა და საკმაოდ კარგი გამოვიდა: "ჰოფენჰაიმმა" ბრემენიდან ქულა წაიღო (1:1). თანაც, ბაბელის შეგირდები "ვერდერს" 90-ე წუთამდე უგებდნენ. ისე, ისიც საინტერესოა, რომ
წინა ტურში ასეთივე დღეში ჩავარდა "მაინციც" - თომას ტუხელის შეგირდები "ჰანოვერს" მოჰამედ ზიდანის გოლით ძალიან დიდხანს, მე-7 წუთიდან უგებდნენ და "წითლებმა" წონასწორობის აღდგენა მხოლოდ 89-ე წუთზეღა მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ "მაინცმა" ამ სეზონში ბოლო 10 წუთში 9 გოლის გაშვება მოახერხა, რომელთაგან ექვსი გოლი ამ გუნდს საერთო ჯამში 9 ქულის დაკარგვის ფასად დაუჯდა.
ტუხელს საკადრო პრობლემა აქვს: მან დაცვის ცენტრი უნდა გადააწყოს, რადგან ბუნგერტი დისკვალიფიცირებულია. ტრავმა აწუხებს მარჯვენა მცველ პოსპეხსაც. თუმცა მაინცელებისთვის მთავარი ის არის, რომ ზიდანი სრულ მზადყოფნაშია - მას მერე, რაც ეგვიპტელი "დორტმუნდიდან" "სახლში" დაბრუნდა, მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.
17 თებერვალი
ჰოფენჰაიმი-მაინცი 23:30
პირველ წრეში: 4:0
დისკვალიფიკაცია: ბუნგერტი (მაინცი)
ტრავმა: იბერტსბერგერი, იაისლე - ბელი, პოსპეხი, სვენსონი, რისსე
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 21 14 4 3 46-14 46
2. ბაიერნი 21 14 2 5 49-14 44
3. ბორუსია (მ) 21 13 4 4 34-12 43
4. შალკე 21 13 2 6 46-28 41
5. ვერდერი 21 9 6 6 34-35 33
6. ლევერკუზენი 21 8 7 6 28-28 31
7. ჰანოვერი 21 7 10 4 23-25 31
8. ვოლფსბურგი 21 8 3 10 27-38 27
9. შტუტგარტი 21 7 5 9 31-28 26
10. ჰამბურგი 21 6 8 7 26-34 26
11. ჰოფენჰაიმი 21 6 7 8 23-25 25
12. კიოლნი 21 7 3 11 29-41 24
13. მაინცი 21 5 8 8 29-35 23
14. ნიურნბერგი 21 6 4 11 19-31 22
15. ჰერტა 21 4 8 9 25-36 20
16. კაიზერსლაუტერნი 21 3 9 9 15-26 18
17. აუგსბურგი 21 3 9 9 19-33 18
18. ფრაიბურგი 21 4 5 12 27-47 17
ბომბარდირები: 18 - გომესი (ბაიერნი); 16 - ჰუნტელაარი (შალკე); 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 13 - როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი); 10 - ჰარნიკი (შტუტგარტი), რაული (შალკე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"