ბუნდესლიგა. პარასკევის მატჩის წინ

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 22-ე ტურს დღეს სამხრეთ-დასავლური დუელი გახსნის: "ჰოფენჰაიმი" "მაინცს" მასპინძლობს. ეს იმას ნიშნავს, რომ "ჰოფეს" ახალი მწვრთნელი მარკუს ბაბელი საკუთარი პუბლიკის წინაშე პირველად წარსდგება, რაც, როგორც ყოველთვის, საპასუხისმგებლო მოვლენაა.

"სოფლელებს" ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან ხუთივე ფრედ აქვთ დამთავრებული და ამ ერთი მხრივ საინტერესო, მაგრამ წარუმატებელი სერიის შეწყვეტა სწორედ ბაბელს სურს - რა თქმა უნდა, გამარჯვებით.

მარკუსის დებიუტი წინა კვირას შედგა და საკმაოდ კარგი გამოვიდა: "ჰოფენჰაიმმა" ბრემენიდან ქულა წაიღო (1:1). თანაც, ბაბელის შეგირდები "ვერდერს" 90-ე წუთამდე უგებდნენ. ისე, ისიც საინტერესოა, რომ
"ჰოფენჰაიმმა" ამ სეზონში ბოლო წუთებზე გოლი უკვე მესამედ გაუშვა.

წინა ტურში ასეთივე დღეში ჩავარდა "მაინციც" - თომას ტუხელის შეგირდები "ჰანოვერს" მოჰამედ ზიდანის გოლით ძალიან დიდხანს, მე-7 წუთიდან უგებდნენ და "წითლებმა" წონასწორობის აღდგენა მხოლოდ 89-ე წუთზეღა მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ "მაინცმა" ამ სეზონში ბოლო 10 წუთში 9 გოლის გაშვება მოახერხა, რომელთაგან ექვსი გოლი ამ გუნდს საერთო ჯამში 9 ქულის დაკარგვის ფასად დაუჯდა.

ტუხელს საკადრო პრობლემა აქვს: მან დაცვის ცენტრი უნდა გადააწყოს, რადგან ბუნგერტი დისკვალიფიცირებულია. ტრავმა აწუხებს მარჯვენა მცველ პოსპეხსაც. თუმცა მაინცელებისთვის მთავარი ის არის, რომ ზიდანი სრულ მზადყოფნაშია - მას მერე, რაც ეგვიპტელი "დორტმუნდიდან" "სახლში" დაბრუნდა, მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.

17 თებერვალი
ჰოფენჰაიმი-მაინცი 23:30
პირველ წრეში: 4:0
დისკვალიფიკაცია: ბუნგერტი (მაინცი)
ტრავმა: იბერტსბერგერი, იაისლე - ბელი, პოსპეხი, სვენსონი, რისსე

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 21 14 4 3 46-14 46
2. ბაიერნი 21 14 2 5 49-14 44
3. ბორუსია (მ) 21 13 4 4 34-12 43
4. შალკე 21 13 2 6 46-28 41
5. ვერდერი 21 9 6 6 34-35 33
6. ლევერკუზენი 21 8 7 6 28-28 31
7. ჰანოვერი 21 7 10 4 23-25 31
8. ვოლფსბურგი 21 8 3 10 27-38 27
9. შტუტგარტი 21 7 5 9 31-28 26
10. ჰამბურგი 21 6 8 7 26-34 26
11. ჰოფენჰაიმი 21 6 7 8 23-25 25
12. კიოლნი 21 7 3 11 29-41 24
13. მაინცი 21 5 8 8 29-35 23
14. ნიურნბერგი 21 6 4 11 19-31 22
15. ჰერტა 21 4 8 9 25-36 20
16. კაიზერსლაუტერნი 21 3 9 9 15-26 18
17. აუგსბურგი 21 3 9 9 19-33 18
18. ფრაიბურგი 21 4 5 12 27-47 17

ბომბარდირები: 18 - გომესი (ბაიერნი); 16 - ჰუნტელაარი (შალკე); 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 13 - როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი); 10 - ჰარნიკი (შტუტგარტი), რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული