გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური:"ბორუსიებმა" მიუნხენის "ბაიერნი" უკან მოიტოვეს!

AutoSharing Option
ვინ იფიქრებდა, რომ ბერლინის "ჰერტას" მთავარ მწვრთნელად 73 წლის ოტო რეჰაგელს დანიშნავდნენ? ვინ წარმოიდგენდა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" "ფრაიბურგიდან" მხოლოდ ერთ ქულას წაიღებდა და ერთ გოლსაც ვერ გაუტანდა აუტსაიდერს, რომლის კარში გოლების გატანა არავის უჭირს?

ვერაფერს იტყვი, ეს უქმეები გერმანულ ფეხბურთში სენსაციებით აღსავსე გამოვიდა...

დიახაც, 0:0! დიახაც, ფრაიბურგში!
"ბაიერნმა" ბოლოადგილოსან "ფრაიბურგს" ვერაფერი მოუხერხა. ჯანმრთელობა და 0:0 - ასეთი იყო რეკორდმაისტერის მონაგარი და ვფიქრობთ, გავრცობას აღარ საჭიროებს თემა იმის შესახებ, რომ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები ახლა ძალიან იქნებიან აფორიაქებულნი.

საქმე ისაა, რომ "ბაიერნს"
უკვე "გლადბახმაც" (2:1 კაიზერსლაუტერნში) გაასწრო, აღარაფერს ვამბობთ დორტმუნდის "ბორუსიაზე" (1:0 ბერლინში), რომელსაც ბავარიული გრანდი უკვე 4 ქულით ჩამორჩება.

თქვენ ფიქრობთ, რომ "ფრაიბურგმა" უტიფარი დაცვითი ფეხბურთი ითამაშა? ცდებით! ბრაისგაუელებმა მთელი გულით მოინდომეს და ამ დუელში აშკარა ფავორიტად შერაცხულ გრანდს თავიდანვე შეუტიეს. უბრალოდ, "ფრაის" დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდა: კალიჯურიმ (მე-15 წუთზე), ფლუმმა (25-ე წუთზე) და მაკიადიმ (28-ე წუთზე) რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს. ბავარიელებმა კი პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი წონადი მომენტი შექმნეს, როცა რიბერის ჩაწოდებას მიულერი გამოეხმაურა, მაგრამ მასპინძლების მეკარე ბაუმანმა იყოჩაღა.

გაგიკვირდებათ და მატჩის სცენარი რადიკალურად არც შესვენების შემდეგ შეცვლილა: ფრაიბურგელებს ბრძოლა არ ეზარებოდათ, ბაიერნელები კი აბსოლუტურად უიდეონი იყვნენ. არადა, პირველ წრეში რეკორდმაისტერმა "ფრაი" 7:0 გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა წინა კვირაში მსაჯობის თემა წამოჭრეს და გერმანელი არბიტრების კრიტიკას მოჰყვნენ (ბაიერნს გვიჩაგრავენო), ამ შეხვედრის არბიტრმა გაგელმანმა საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში მაინც არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიუნხენური კლუბის პრეზიდენტ ული ჰიონესს მოეწონებოდა - როცა ფრაიბურგელთა საჯარმოში შმიდისა და რობენის ორთაბრძოლა ამ უკანასკნელის დაცემით დამთავრდა, მან პენალტი არ დადო.

მიუხედავად ამისა, საფინალო სასტვენის შემდეგ, რეკორდმაისტერის თავკაც იუპ ჰაინკესს გაგელმანი არ გაუკრიტიკებია - რომ ვერ მოვიგეთ, მხოლოდ ჩვენი ბრალიაო. მასპინძლები კი ამ ქულას მაგრად ზეიმობდნენ: მართალია, "ფრაიბურგი" ბოლო ადგილზე დარჩა, მაგრამ "ბაიერნთან" 0:0 ამ გუნდისთვის ყველანაირად ძალიან ბევრს ნიშნავს.

დორტმუნდი წინ გაიჭრა
წინა ტურში შტუტგარტში 0:5 განადგურდნენ, ახლა კი, თამამად ვიტყვით, რომ ბერლინელებს დორტმუნდელებთან უდიდესი მონდომება ეტყობოდათ - შესაძლოა, იმიტომ, რომ "ჰერტას" ახალი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი უკვე ტრიბუნაზე იჯდა და მომავალ შეგირდებს აკვირდებოდა. თუმცა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაწეული კობიაშვილისა და კომპანიის მონდომება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ "ჰერტას" ჩემპიონთან თუნდაც ქულა აეღო.

ზოგადად, ბერლინელთა ბალანსი კატასტროფულია: კობის გუნდს ბუნდესლიგაში 11-მატჩიანი (4-თვიანი) მოუგებელი სერია აქვს, მეორე წრის ხუთივე მატჩი წააგო და გერმანიის ჩემპიონატში ბოლო 27 საშინაო თამაშიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული. ფაქტია, რეჰაგელს ბევრი საქმე ექნება.

დორტმუნდელებმა კი წაუგებელი სერია 16 მატჩამდე გაზარდეს ზედიზ მე-6 თამაში მოიგეს და პირველ ადგილზე უკვე მყარად მოიკიდეს ფეხი. როგორც ხედავთ, იურგენ კლოპის გუნდზე არც შინჯი კაგავას ტრავმამ იმოქმედა დამთრგუნველად. მართალია, "ბორუსია" გიოტცეს და კაგავას გარეშე ვეღარ დაფრინავს, მაგრამ თამაშებს კი იგებს. მთავარიც ესაა...

გლადბახი უკვე მეორეა!
სამაგიეროდ, ფრენას აგრძელებს მეორე "ბორუსია": "გლადბახმა" კაიზერსლაუტერნში 2:1 მოიგო და უკვე მეორე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ 35-წლიანი პაუზის შემდეგ, ტიტულის მოგება კვლავ რეალურია.

ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და თუ სასწაული არ მოხდა, "გლადბახს" მინიმუმ ჩემპიონთა ლიგაში მაინც ვნახავთ, მაგრამ ამ აღმაფრენას მინუსებიც აქვს. გაირკვა, რომ როისისა და ნოიშტედტერის შემდეგ, გუნდიდან დაცვის ბურჯი დანტეც მიდის - "ბაიერნში"! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუსიენ ფავრს გუნდი თავზე ენგრევა და დიდია იმის შანსი, რომ თვითონაც აღარ მოისურვოს "გლადბახის" გაწვრთნა. არადა, ეს გუნდი მართლა ჩემპიონობისთვის იბრძვის.

რაული - 400!
19 თებერვალს ფელიქს მაგათის ყოფილმა გუნდმა ახლანდელი გაანადგურა - 4:0. თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად ამ შეხვედრის პირველი გოლის გამოყოფა გვსურს, "შალკეს" ესპანელმა ფორვარდმა რაულ გონსალესმა კარიერაში მე-400 ოფიციალური გოლი გაიტანა!

გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური:
ჰოფენჰაიმი-მაინცი 1:1
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1):შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი (72. ბრააფჰაიდი) - ვილიამსი, რუდი - ვუკჩევიჩი, რობერტო ფირმინიო (78. სალიჰოვიჩი), ვაისი (59. ბაბელი) - ლაკიჩი.
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - მ. კალიჯური, კირხჰოფი, ნოვესკი, ზაბავნიკი - პოლანსკი - ბაუმგარტლინგერი, სოტო - ივანშიტცი (59. მალი) - სალაი (69. ჩუპო-მოტინგი), ზიდანი (83. ალაგუი).
გოლები: 1:0 ნოვესკი (9-საკ. კარში), 1:1 ზიდანი (29)
გაფრთხილება: სალიჰოვიჩი - ზაბავნიკი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 16(2)-7(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 24 300

ჰერტა-ბორუსია (დ) 0:1
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - იანკერი, მიატოვიჩი, ჰუბნიკი, ბასტიანსი (74. რონი) - ნიმაიერი, კობიაშვილი - ებერტი, რაფაელი, რუკავიტსია (63. ლასოგა) - რამოსი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი (46. ოვომოიელა), სუბოტიჩი, ჰუმელსი (79. ფელიპე სანტანა), შმელცერი - ს. ბენდერი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, ლევანდოვსკი, გროსკროიტცი - ბარიოსი (77. ლაიტნერი).
გოლი: 0:1 გროსკროიტცი (66)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 6(2)-14(6); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 74 244

ჰამბურგი-ვერდერი 1:3
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, აოგო - რინკონი (46. ილიჩევიჩი), იაროლიმი - სალა (72. არსლანი), იანსენი (71. სონი) - პეტრიჩი, გერერო.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, აფოლტერი, სოკრატისი, ჰართერცი - ბარგფრედე - იუნუზოვიჩი, თრაიბული (87. შმიტცი) - მარინი (82. იგნიოვსკი) - როზენბერგი (71. არნაუტოვიჩი), პისარო.
გოლები: 0:1 მარინი (9), 0:2 თრაიბული (45), 1:2 პეტრიჩი (76), 1:3 არნაუტოვიჩი (86)
გაფრთხილება: იაროლიმი - ბარგფრედე, ფრიტცი, თრაიბული
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 15-25; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18(6)-13(9); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 56 553

ნიურნბერგი-კიოლნი 2:1
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო, ვოლშაიდი, ჰლუშეკი - სიმონსი, ბალიტში (76. ფრანტცი) - ჩენდლერი (82. აიგლერი), ჰეგელერი (68. დიდავი), ესვაინი - პეკჰარტი.
კიოლნი (4-2-2-1-1): რენზინგი - ბრეჩკო, ჟერომელი, მაკენა, სერენო (37. აიხნერი) - ლანიგი (87. იშაკი), იაიალო - რიტერი, კლემენსი - პეჟკო (64. როში) - ნოვაკოვიჩი.
გოლები: 1:0 ესვაინი (28), 1:1 ნოვაკოვიჩი (66), 2:1 პეკჰარტი (85)
გაფრთხილება: ჰლუშეკი, რ. შეფერი, სიმონსი - პეჟკო, ბრეჩკო, როში
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 19(3)-7(5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 38 101

კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (მ) 1:2
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ტრაპი - დიკი, შიმუნეკი, როდნი, იესენი - ბორისიუკი, დე ვიტი (46. სუკუტა-პასუ) - შაჰანი (46. დერშტროფი), ტიფერტი - სვიერჩოკი (61. კუემაა), ვაგნერი.
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (38. ლეკიე/82. ვენდტი), არანგო - როისი (93. ჩიგერჩი), დე კამარგო.
გოლები: 0:1 ჰერმანი (9), 0:2 არანგო (14), 1:2 იესენი (63)
გაფრთხილება: შაჰანი ვაგნერი, დიკი - ბრუვერსი
კუთხური: 2-0; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 14(6)-8(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 45 661

ლევერკუზენი-აუგსბურგი 4:1
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჩორლუკა (80. და კოშტა), შვააბი, ტოპრაკი, კადლეცი - რაინარტცი, ლ. ბენდერი - კასტრო, რენატო (80. ორტეგა), შიურლე (74. ბელარაბი) - კისლინგი.
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, ს. ლანგკამპი, ოსტრჟოლეკი (71. ბელინგჰაუზენი) - ჰოსოგაი, დავიდსი (61. ბრინკმანი) - მ. ნდიენგი, იორლი, კოო - მიოლდერსი (61. ს. ჰაინი).
გოლები: 1:0 კისლინგი (25), 1:1 კოო (50), 2:1 კასტრო (60), 3:1 კისლინგი (64), 4:1 შიურლე (70)
გაფრთხილება: ოსტრჟოლეკი, მიოლდერსი, კალსენ-ბრაკერი, ს. ლანგკამპი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 9-21; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12(9)-6(3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 23 368

ფრაიბურგი-ბაიერნი 0:0
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ზორგი, დიანიე (65. გუედე), ჰიონი, შმიდი - ფლუმი, მაკიადი - როზენტალი, დ. კალიჯური - იენდრიშეკი (81. დემბელე) - სანტინი (76. რაიზინგერი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია (46. რობენი), ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, ალაბა - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - გომესი (73. ოლიჩი).
გაფრთხილება: დიანიე, როზენტალი - რიბერი
კუთხური: 6-10; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 13(2)-9(2); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 24 000

შალკე-ვოლფსბურგი 4:0
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი (46. ჰილდებრანდი) - უჩიდა, პაპადოპულოსი, მეტცელდერი, ფუხსი - მატიპი, ჰიოგერი - ფარფანი (80. მარიკა), რაული, დრაქსლერი (68. პუკი) - ჰუნტელაარი.
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ტრეში, რუსი, ფელიპე ლოპესი, როდრიგესი - მადლუნგი (55. პოლტერი), ირჟაჩეკი - ჰასებე (29. სიო), მ. შეფერი - ოროსკო, მანჯუკიჩი (81. სალიჰამიჯიჩი).
36-ე წუთზე ჰუნტელაარმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 1:0 რაული (10), 2:0 ჰუნტელაარი (15), 3:0 მატიპი (49), 4:0 ჰუნტელაარი (72)
გაფრთხილება: პაპადოპულოსი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 12-23; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 13(9)-13(6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 60 511

ჰანოვერი-შტუტგარტი 4:2
ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჩაჰედი, ეგიმანი, ჰაგი, პანდერი (67. კ. შულცი) - პინტუ - შტინდლი, შმიდებახი - შლაუდრაფი (74. რაუში) - მ. დიუფი (77. შტოპელკამპი), ია კონანი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, მასა, ნიდერმაიერი, საკაი - კვისტი, გენტნერი (46. კაკაუ) - ჰარნიკი, ჰაინალი (76. კუჟმანოვიჩი), ოკაზაკი - იბიშევიჩი.
გოლები: 1:0 ჰაგი (25), 2:0 მ. დიუფი (32), 3:0 პანდერი (46), 4:0 შტინდლი (73), 4:1 ჰარნიკი (75), 4:2 ოკაზაკი (79)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 10-5; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 21(6)-11(6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 37 800

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 22 15 4 3 47-14 49
2. ბორუსია (მ) 22 14 4 4 36-13 46
3. ბაიერნი 22 14 3 5 49-14 45
4. შალკე 22 14 2 6 50-28 44
5. ვერდერი 22 10 6 6 37-36 36
6. ლევერკუზენი 22 9 7 6 32-29 34
7. ჰანოვერი 22 8 10 4 27-27 34
8. ვოლფსბურგი 22 8 3 11 27-42 27
9. შტუტგარტი 22 7 5 10 33-32 26
10. ჰოფენჰაიმი 22 6 8 8 24-26 26
11. ჰამბურგი 22 6 8 8 27-37 26
12. ნიურნბერგი 22 7 4 11 21-32 25
13. მაინცი 22 5 9 8 30-36 24
14. კიოლნი 22 7 3 12 30-43 24
15. ჰერტა 22 4 8 10 25-37 20
16. კაიზერსლაუტერნი 22 3 9 10 16-28 18
17. აუგსბურგი 22 3 9 10 20-37 18
18. ფრაიბურგი 22 4 6 12 27-47 18

ბომბარდირები
18 - ჰუნტელაარი (შალკე), გომესი (ბაიერნი); 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 13 - როისი (ბორუსია /მ/).

მომდევნო ტური
24 თებერვალი. ბორუსია (მ)-ჰამბურგი.
25 თებერვალი. კიოლნი-ლევერკუზენი, შტუტგარტი-ფრაიბურგი, მაინცი-კაიზერსლაუტერნი, ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი, აუგსბურგი-ჰერტა, ვერდერი-ნიურნბერგი.
26 თებერვალი. ბაიერნი-შალკე, ბორუსია (დ)-ჰანოვერი


II ბუნდესლიგა. XXII ტური
დუისბურგი-ზანკტ პაული 0:1
გოლი: 0:1 ბოლი (21)

კარლსრუე-კოტბუსი 2:0
გოლები: 1:0 ლავრიჩი (50), 2:0 იაშვილი (57)

პადერბორნი-დინამო (დ) 2:2
გოლები: 1:0 ვემერი (3), 1:1 დედიჩი (18-პენ), 1:2 დედიჩი (80), 2:2 ტეილორი (90)

ბოხუმი-უნიონი 4:2
გოლები: 1:0 აზაუაგი (40-პენ), 2:2 ფედერიკო (63-პენ), 2:1 ზოუნდი (66), 2:2 სილვიო (72-პენ), 3:2 აიდინი (76), 4:2 ფედერიკო (81)

აინტრახტი-ფრანკფურტი 6:1
გოლები: 1:0 მატმური (14), 2:0 მატმური (33), 3:0 ა. მაიერი (61), 4:0 კიტელი (67), 4:1 მიჩანსკი (68), 5:1 ჰოფერი (70), 6:1 მატმური (80)

ინგოლშტადტი-ფიურტი 0:0

მიუნხენ 1860-ფორტუნა 2:1
გოლები: 1:0 აიგნერი (6), 1:1 ბაისტერი (44), 2:1 აიგიუნი (80)

ალემანია-ჰანზა 0:0

აუე-ბრაუნშვაიგი დღეს

მომდევნო ტური
24 თებერვალი. ბორუსია (მ)-ჰამბურგი.
25 თებერვალი. კიოლნი-ლევერკუზენი, შტუტგარტი-ფრაიბურგი, მაინცი-კაიზერსლაუტერნი, ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი, აუგსბურგი-ჰერტა, ვერდერი-ნიურნბერგი.
26 თებერვალი. ბაიერნი-შალკე, ბორუსია (დ)-ჰანოვერი

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. აინტრახტი 22 13 7 2 50-22 46
2. ზანკტ პაული 22 14 3 5 42-24 45
3. ფიურტი 22 13 5 4 47-18 44
4. ფორტუნა 22 12 8 2 46-24 44
5. პადერბორნი 22 12 7 3 35-24 43
6. მიუნხენ 1860 21 12 2 7 44-29 38
7. უნიონი 22 10 4 8 38-36 34
8. ბრაუნშვაიგი 21 8 6 7 26-24 30
9. ბოხუმი 22 9 3 10 32-34 30
10. დინამო (დ) 22 7 5 10 38-41 26
11. კოტბუსი 22 6 6 10 21-35 24
12. დუისბურგი 22 5 5 12 27-34 20
13. ალემანია 22 3 11 8 20-28 20
14. აუე 20 4 7 9 17-33 19
15. კარლსრუე 22 5 4 13 23-44 19
16. ფრანკფურტი 22 3 9 10 22-44 18
17. ინგოლშტადტი 22 3 8 11 23-41 17
18. ჰანზა 22 2 10 10 18-34 16

ბომბარდირები
14 - პროშვიტცი (პადერბორნი); 11 - ა. მაიერი (აინტრახტი), ოკეანი (ფიურტი), რიოსლერი (ფორტუნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული