ოტმარ ჰიტცფელდი: ამ სცენამ შოკში ჩამაგდო

AutoSharing Option
„ბაზელისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირების 71-ე წუთზე მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ფრანკ რიბერი თომას მიულერით შეცვალა. მოედნიდან გასვლისას, ფრანგმა ნახევარმცველმა „დონ იუპს“ ხელი არ ჩამოართვა - როგორც ჩანს, უკმაყოფილო დარჩა, მწვრთნელმა მოედნიდან რომ აიყვანა.

„გაოცებისგან პირი დავაღე, შოკში ჩავარდი! - განცვიფრებულია „ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელი, ახლა შვეიცარიის ნაკრების დამრიგებელი ოტმარ ჰიტცფელდი, - ჰაინკესი სპეციალურად წამოვიდა, რომ რიბერისთვის ხელი ჩამოერთმია, ამ უკანასკნელმა კი ცივად ჩაუარა.

ამ სცენამ მიმახვედრა, რომ რეკოდმაისტერში ყველაფერი წესრიგში არ არის, ან კონკრეტულად რიბერისა და იუპს შორის „გაირბინა შავმა
კატამ“. რიბერი ვალდებული იყო, ისე მოქცეულიყო, როგორც ნამდვილ პროფესიონალს ეკადრება.“

აღსანიშნავია, რომ თავად 66 წლის ჰაინკესმა რიბერის ასეთი საქციელი მშვიდად მიიღო. მატჩის შემდეგ „დონ იუპმა“ თქვა, ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგრამ ფაქტია, რომ უსიტყვოდ ჩამიარა, როგორც ჩანს, განაწყენებული იყო იმის გამო, რომ შევცვალეო.

რიბერის საქციელი უფრო იმიტომაა საინტერესო, რომ ფრანგს აქამდე ჰაინკესთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული