მიონხენგლადბახელებმა ამ სეზონის პირველ წრეში მთელი საფეხბურთო გერმანია (და არა მარტო გერმანია) გააოცეს და ბევრი ფიქრობდა, რომ მეორე წრეში საქმეები უკან-უკან წაუვიდოდათ, მაგრამ ლუსიენ ფავრის გუნდი ზამთრის შესვენების შემდეგ კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა.
დღეს „გლადბახი“ ბუნდესლიგის ყველაზე მომხიბვლელი გუნდია და საინტერესოა, გააგრძელებენ თუ არა მარკო როისი და კომპანია აღმაფრენას „ჰამბურგთან“ საშინაო მატჩშიც.
აღსანიშნავია, რომ „გლადბახს“ მიმდინარე სეზონში
„ჰამბურგმა“ წინა ტურში „ვერდერთან“ უპრინციპულესი მატჩი (ჩრდილოეთის დერბი) წააგო (1:3) და ამის შემდეგ ტორსტენ ფინკის გუნდში ისევ ყველა იმედგაცრუებულია. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი რამეც: „ჰამბურგი“ ამ სეზონში სტუმრად უფრო კარგად გამოიყურება (15 ქულა), ვიდრე შინ (11).
გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური
დღეს
ბორუსია (მ)-ჰამბურგი 23:30
პირველ წრეში: 1:0
ტრავმა: ჰერმანი, იუნესი - მიკელი, ტიორე
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 22 15 4 3 47-14 49
2. ბორუსია (მ) 22 14 4 4 36-13 46
3. ბაიერნი 22 14 3 5 49-14 45
4. შალკე 22 14 2 6 50-28 44
5. ვერდერი 22 10 6 6 37-36 36
6. ლევერკუზენი 22 9 7 6 32-29 34
7. ჰანოვერი 22 8 10 4 27-27 34
8. ვოლფსბურგი 22 8 3 11 27-42 27
9. შტუტგარტი 22 7 5 10 33-32 26
10. ჰოფენჰაიმი 22 6 8 8 24-26 26
11. ჰამბურგი 22 6 8 8 27-37 26
12. ნიურნბერგი 22 7 4 11 21-32 25
13. მაინცი 22 5 9 8 30-36 24
14. კიოლნი 22 7 3 12 30-43 24
15. ჰერტა 22 4 8 10 25-37 20
16. კაიზერსლაუტერნი 22 3 9 10 16-28 18
17. აუგსბურგი 22 3 9 10 20-37 18
18. ფრაიბურგი 22 4 6 12 27-47 18
ბომბარდირები
18 - ჰუნტელაარი (შალკე), გომესი (ბაიერნი); 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 13 - როისი (ბორუსია /მ/).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"