თუმცა, არც 25 თებერვალს გასამართი შეხვედრებს აკლიათ ინტრიგა: ჯერ მარტო რაინის დერბი რად ღირს, რომლის ეგიდითაც „კიოლნი“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლებს.
არანაკლებ მძაფრი იქნება „მაინცისა“ და „კაიზერსლაუტერნის“, ასევე „შტუტგარტისა“ და „ფრაიბურგის“ სამხრეთ-დასავლური პაექრობებიც.
ჰო, მართლა, კინაღამ დაგვავიწყდა: ოტო რეჰაგელი თავის ბერლინულ მისიას აუგსბურგში იწყებს. ხვალ კი, როგორც უკვე გითხარით, ორი გემრიელი ჯახი გველოდება: ჯერ ტურის ტოპ-დუელი „ბაიერნსა“ და „შალკეს“ შორის, მერე კი ლიდერ „დორტმუნდის“ თამაში „ჰანოვერთან“.
კიოლნის არენაზე დღეს ერთი ადგილიც კი არ იქნება თავისუფალი, რადგან „თხები“ მოსისხლე მტერს, „ლევერკუზენს“ მასპინძლობენ. ამ შეხვედრას სიმძაფრეს მატებს ის ფაქტი, რომ კიოლნელები ბოლო დროს ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ და წინა ტურში, „ნიურნბერგთან“ 1:2 ბოლო ექვს მატჩში მეხუთე მარცხი იყო.
მწვრთნელი სტალე სოლბაკენი მთელი კვირის განმავლობაში იმეორებდა, „ლევერკუზენთან“ სულ სხვანაირად უნდა ვიასპარეზოთო. ეს აუცილებელიცაა, რადგან „კიოლნს“ გასავარდნ ზონამდე მხოლოდ 6 ქულათა აშორებს.
„ლევერკუზენს“ კი სულ სხვა პრობლემები აქვს: მიუხედავად წინა ტურში „აუგსბურგთან“ მოპოვებული დიდი გამარჯვებისა (4:1), „ბაიერის“ ფანებმა მწვრთნელი რობინ დუტი („მწვრთნელის გარეშე მეორე ადგილზე ვიქნებოდით!“) და მენეჯერი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი („ჰოლცჰოიზერ, წადი!“) ლანძღეს.
პოზიტიური მხოლოდ ის არის, რომ „ფარმაცევტებს“ ერენ დერდიოკი უბრუნდებათ. შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენს“ „კიოლნთან“ პირველი წრის ანგარიში აქვს გასასწორებელი - შემოდგომაზე „კიოლნმა“ „ბაი-არენაზე“ 4:1 მოიგო...
გაგრძელდება ზიდანის სერია?
„მაინცს“ „კაიზერსლაუტერნთან“ რაინლანდ-პფალცის დერბი ელის. FSV-ს ფანებს დღესდღეობით მოჰამედ ზიდანზე ამოსდით მზე და მთვარე: ეს უკანასკნელი „სახლში“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ დაბრუნდა და მას მერე სამივე მატჩში შეძლო გოლის გატანა.
სხვა საქმეა ის, რომ თომას ტუხელის შეგირდებმა ეს თამაშები მაინც ვერ მოიგეს (სამივე 1:1 დაასრულეს). წინა ტურში „მაინცმა“ 1:1 „ჰოფენჰაიმთან“ ითამაშა და რომ ვერ მოიგო, ეს ბუნდესლიგის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო მცველის, ნიკოლჩე ნოვესკის ბრალია, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატში უკვე მეექვსე (!) ავტოგოლი გაიტანა და ამით მანფრედ კალცის ანტი-რეკორდი გაიმეორა. თუმცა ნოვესკიმ იმ თამაშში ტრავმაც მიიღო და დღეს ვერ ითამაშებს.
კაიზერსლაუტერნელებს კი 12-მატჩიანიო მოუგებელი სერიისა და ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ერთი ქულაც ძალიან გაუხარდებათ. წინა ტურში, მარკო კურცის ბიჭებმა „გლადბახთან“ (1:2) გოლები ისევ ძალიან ადრე გაუშვეს და მერე ვეღარაფერი გააწყვეს. მიზეზი ისიცაა, რომ „ლაუტერნის“ თავდამსხმელები სამარცხვინოდ ასპარეზობენ.
თავად განსაჯეთ: „კაიზერსლაუტერნს“ მიმდინარე სეზონში ისედაც ყველაზე ცოტა (16) გოლი აქვს გატანილი და თანაც, 2012 წელს ყოველი მესამე გოლი მცველებს გააქვთ - დიკს (2) და ამედიკს (1).
შვაბენ-ბადენ-დუელი შტუტგარტში
ამავდროულად, შტუტგარტში მეორე სამხრეთ-დასავლური ჯახია: „შტუტგარტი“ „ფრაიბურგს“ მასპინძლობს. ლოგიკურად, შვაბებს ამ კვირაში დაცვაში სტანდარტებზე უნდა ევარჯიშათ, რადგან წინა ტურში (2:4 ჰანოვერთან) კუთხურებიდან 3 გოლი მიიღეს, ამ სეზონში კი, ამ სტანდარტს „შტუტგარტის“ კარში 9 გოლი მოჰყვა.
სამაგიეროდ, წინა კვირაში „ფრაიბურგის“ დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იდგა - 0:0 „ბაიერნთან“, რაც „ფრაისთვის“ გამარჯვების ტოლფასი იყო. თუმცა ფრაიბურგელები ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაში არიან და ამასაც რომ თავი დავანებოთ, გასვლით მატჩებში მათზე (5 ქულა) უარესი ბალანსი მხოლოდ „ვოლფსბურგს“ აქვს (4 ქულა).
თავად ვოლფსბურგელებს კი ძალიან უხარიათ ის, რომ საკუთარ მოედანზე ითამაშებენ („ჰოფენჰაიმს“ მასპინძლობენ), რადგან ფელიქს მაგათის გუნდი „ფოლკსვაგენარენზე“ სულ სხვანაირად, კარგად თამაშობს ხოლმე. „მგლებმა“ წინა ტურში „შალკესთან“ კრახი (0:4) განიცადეს და ახლა „სოფლელების“ დამარცხების იმედი აქვთ. შეგახსენებთ, რომ „ჰოფეს“ მარკუს ბაბელის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომლის ხელში ამ გუნდს ჯერ არ მოუგია, წინა ტურში კი, „მაინცთან“ წაგებას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ამ გუნდის მცველმა ნოვესკიმ ავტოგოლი გაიტანა.
რეჰაგელის დებიუტი - მოიგებს ჰერტა?
აუგსბურგში მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ისევ გადარჩენაა და თანაც, ბოლოსწინაადგილოსანი ხომ უშუალო კონკურენტ „ჰერტას“ მასპინძლობს. აუგსბურგელები წინა ტურში (1:4 ლევერკუზენში) უშანსოდ იყვნენ, ახლა კი სამი ქულისთვის იბრძოლებენ. თუმცა გაუჭირდებათ, რადგან „ჰერტას“ რეჰაგელის ეფექტის იმედი აქვს - შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილის გუნდს მეორე წრის ხუთივე თამაში წაგებული აქვს.
ბრემენის „ვერდერმა“ წინა ტურში ჩრდილოეთის დერბი (3:1 ჰამბურგში) მოიგო და მეორე წრეში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, რაც იმასაც ნიშნავს, რომ „მუსიკოსები“ ევროპის ლიგის საგზურისკენ ისწრაფვიან. „ვერდერი“ ბოლო დროს კარგად გამოიყურება, ტაქტიკურად დისციპლინირებულია, დაცვაც დაალაგა და წინა ხაზზეც ეფექტურად თამაშობს. შესაბამისად, „ნიურნბერგთან“ მატჩში „ვერდერი“ ფავორიტადაა შერაცხული. ფრანკებმა ერთი კვირის წინ „კიოლნი“ დაამარცხეს (2:1) და ხასიათი კი გამოუკეთდათ, მაგრამ თუ ბრემენიდან ქულის ან სულაც ქულების წაღება უნდათ, კიდევ უნდა მოუმატონ.
დაწნეხილ ბაიერნს შალკე სტუმრობს
ახლა კი ტურის ცენტრალური მატჩის შესახებ: „ფრაიბურგთან“ 0:0-ისა და „ბაზელთან“ 0:1-ის შემდეგ, უმძიმესი ზეწოლის ქვეშ მოქცეული „ბაიერნი“ „შალკეს“ შეხვდება. მიუნხენში ვითარება დაძაბულია, რადგან წინა ტურში რეკორდმაისტერს „მეორე ბორუსიამაც“ გადაასწრო, რასაც ჩემპიონთა ლიგაში წაგება მოჰყვა, გელზენკირხენელები კი შესანიშნავ ხასიათზე არიან, რადგან წინა ტურში მაგათის „ვოლფსბურგი“ 4:0 გაანადგურეს და მერე ევროპის ლიგის მორიგი ეტაპიც (3:1 პლზენის „ვიქტორიასთან“ 120-წუთიან მატჩში) გადალახეს.
ამ წარმატებებმა „შალკეს“ სულზე მიუსწრო, რადგან ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი ვერმოგებული თამაშისა და მათ შორის „გლადბახთან“ 0:3-ის შემდეგ, შალკელები ძალიან ცუდ ხასიათზე იყვნენ.
ჰანოვერმა იცის, როგორ უნდა ეთამაშოს დორტმუნდს
ტურს ლიდერის მატჩი დახურავს, რომელსაც ლიდერობის დაკარგვის საფრთხე ამ ტურში არ ემუქრება: დორტმუნდის „ბორუსია“ „ჰანოვერს“ მასპინძლობს. ბერლინში 1:0 დორტმუნდელებისთვის ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გახლდათ და იურგენ კლოპის სამწყსოს უკვე 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
BVB-მ ბუნდესლიგაში ბოლოს სწორედ „ჰანოვერთან“ წააგო - 1:2 პირველ წრეში. ასე რომ, მირკო სლომკამ იცის, როგორ უნდა ათამაშოს გუნდი გერმანიის ჩემპიონის წინააღმდეგ. ევროპის ლიგაში „ჰანოვერმაც“ წარმატებით იასპარეზა (1:0 ბრიუგესთან), რაც იმას ნიშნავს, რომ „წითლები“ ოდნავ გადაღლილები, მაგრამ თავდაჯერებულები არიან.
გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური
გუშინ
გლადბახი-ჰამბურგი 1:1
გლადბახი (4-4-2): ტერ შტეგერი - იანტშკე, ბროუერსი, დანტე, დაემსი - როისი, ნორდტვეიტი, ნოიშტადტერი, არანგო - დე კამარგო (79. ოტსუ), ჰანკე.
ჰამბურგი (4-4-2): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, აოგო - სალა (72. ილიჩევიჩი), რინკონი, იაროლიმი, იანსენი (83. სონი) - გერერო, არსლანი (90. კაჩარი).
გოლები: 1:0 ჰანკე (45), 1:1 არსლანი (56)
გაფრთხილება: როისი - რინკონი, არსლანი, იაროლიმი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 7-7 (4-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 54 047
დღეს
კიოლნი-ლევერკუზენი 18:30
პირველ წრეში: 4:1
დისკვალიფიკაცია: ბრეჩკო, პეჟკო (ორივე კიოლნი)
ტრავმა: ჯემალი, სერენო, პეტიტი, პეცონი, ჩიჰი, უთი - ადლერი, ბალაკი, ბარნეტა, სემი
შტუტგარტი-ფრაიბურგი 18:30
პირველ წრეში: 2:1
დისკვალიფიკაცია: მოლინარო (შტუტგარტი)
ტრავმა: აუდელი, გებჰარდტი, ტრაორე - ბართი, კრმასი, მუიჯა, პუცილა, შუსტერი, ს. ბრანდშტეტერი
მაინცი-კაიზერსლაუტერნი 18:30
პირველ წრეში: 1:3
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბელი, ნოვესკი, პოსპეხი, სვენსონი, რისსე - ბუგერა, შეხტერი
ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
პირველ წრეში: 1:3
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პოლაკი - იბერტსბერგერი, იაისლე
აუგსბურგი-ჰერტა 18:30
პირველ წრეში: 2:2
დისკვალიფიკაცია: ოტლი (ჰერტა)
ტრავმა: დე იონგი, ბა, მორავეკი, რაფაელი - ფრანცი, ლელი, ლუსტენბერგერი
ვერდერი-ნიურნბერგი 21:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბიონიში, ნალდო, პრიოდლი, ბოროვსკი, ჰანტი, ა. სტევანოვიჩი, პ. სტევანოვიჩი - შტეფანი, ნილსონი, პინოლა, ფრანტცი
ხვალ
ბაიერნი-შალკე 18:30
პირველ წრეში: 2:0
დისკვალიფიკაცია: ჯონსი (შალკე)
ტრავმა: ბრენო, კონტენტო, ვან ბუიტენი, შვაინშტაიგერი - ფერმანი, უნერშტალი, ესკუდერო
ბორუსია (დ)-ჰანოვერი 20:30
პირველ წრეში: 1:2
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოხი, გიოტცე - ანდრეასენი, კარლიტოსი
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 22 15 4 3 47-14 49
2. ბორუსია (მ) 23 14 5 4 37-14 47
3. ბაიერნი 22 14 3 5 49-14 45
4. შალკე 22 14 2 6 50-28 44
5. ვერდერი 22 10 6 6 37-36 36
6. ლევერკუზენი 22 9 7 6 32-29 34
7. ჰანოვერი 22 8 10 4 27-27 34
8. ჰამბურგი 23 6 9 8 28-38 27
9. ვოლფსბურგი 22 8 3 11 27-42 27
10. შტუტგარტი 22 7 5 10 33-32 26
11. ჰოფენჰაიმი 22 6 8 8 24-26 26
12. ნიურნბერგი 22 7 4 11 21-32 25
13. მაინცი 22 5 9 8 30-36 24
14. კიოლნი 22 7 3 12 30-43 24
15. ჰერტა 22 4 8 10 25-37 20
16. კაიზერსლაუტერნი 22 3 9 10 16-28 18
17. აუგსბურგი 22 3 9 10 20-37 18
18. ფრაიბურგი 22 4 6 12 27-47 18
ბომბარდირები
18 - ჰუნტელაარი (შალკე), გომესი (ბაიერნი); 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 13 - როისი (ბორუსია /მ/).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4
gladbaxi-hamburgi 1:1
gladbaxi (4-4-2): ter Stegeri - iantSke, brouersi, dante, daemsi - roisi, nordtveiti, noiStadteri, arango - de kamargo (79. otsu), hanke.
hamburgi (4-4-2): drobni - dikmaieri, vestermani, raikoviCi, aogo - sala (72. iliCeviCi), rinkoni, iarolimi, ianseni (83. soni) - gerero, arslani (90. kaCari).
golebi: 1:0 hanke (45), 1:1 arslani (56)
gafrTxileba: roisi - rinkoni, arslani, iarolimi
kuTxuri: 3-6; jarima: 14-18; TamaSgare: 2-4; karSi dartyma: 7-7 (4-5); burTis floba: 50%-50%.
mayurebeli: 54 047