გაზეთმა „ბილდმა“, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაიგო: „ბაზელთან“ მატჩის შემდეგ თომას მიულერს და ჰოლგერ ბადშტუბერს უჩხუბიათ.
როგორც ირკვევა, 22 წლის ფეხბურთელების დაპირისპირების მიზეზი შტოკერის გოლი გახლდათ, რომელიც 86-ე წუთზე გავიდა. საგოლე პასი ზუამ გააკეთა, რომელსაც თომასმა და ჰოლგერმა ისე ვერ შეუშალეს ხელი, როგორც საჭირო და იყო და „ბილდის“ ცნობით, ისინი შტოკერის გოლში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. მართალია, მიულერი და ბადშტუბერი ერთმანეთს ხელით
საბოლოოდ, ისინი მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა დააშოშმინა. გუშინ, „დონ იუპმა“ ეს ამბავი დაადასტურა, ოღონდ შეარბილა, თომასს და ჰოლგერს განსხვავებული აზრი ჰქონდათ და მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რაც ლოგიკურიცააო.
მაგრამ ტონი კროოსის კომენტარი გვაფიქრებინებს, რომ ჩხუბი მძაფრი იყო: „ეს გასახდელში მოხდა და გასახდელშივე უნდა დარჩეს,“ - უთხრა კროოსმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს, მაგრამ უკვე გვიანია, რადგან ყველამ ყველაფერი გაიგო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"