BVB-ს შეფებმა ნახევარი წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნეს და გამოჩნდა, რომ ამ მხრივაც შესანიშნავ სიტუაციაში არიან. ამ პერიოდში გუნდის საერთო შემოსავალმა 101.4 მილიონი ევრო შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბორუსიამ“ თავისი არსებობის ისტორიაში, ასეთ მოკლე დროში 100-მილიონიანი ბარიერი პირველად გადალახა.
საუბარია პერიოდზე 2011 წლის პირველი ივლისიდან 31 დეკემბრამდე, რომელშიც დორტმუნდელთა შემოსავალი 2010 წლის მაჩვენებელს (71 მილიონი) მთელი 30 მილიონით აღემატებოდა. რა საკვირველია, კლუბის გენერალური
ეს მხოლოდ ჩემპიონობის და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის დამსახურება არაა - ფაქტია ისიც, რომ გუნდის მენეჯმენტი ძალიან კარგად მუშაობს. ცხადი ხდება ისიც, რომ დორტმუნდელებმა მარკო როისის საყიდელი ფული (ეს უკანასკნელი „გლადბახიდან“ BVB-ში ზაფხულში გადავა) ზუსტად 6 თვეში იშოვნეს.
„ეს ამტკიცებს, რომ როისს ჩვენს მიერ ნაშოვნი ფულით ვყიდულობთ და რისკზე არ მივდივართ,“ - კმაყოფილია ვატცკე და იქვე დასძენს, რომ დღეს პოტენციური სპონსორები დორტმუნდული კლუბით ისე არიან დაინტერესებულები, როგორც არასდროს. შესაბამისად, მომავალიც კარგად გამოიყურება.
გენერალურმა სპონსორმა „ევონიკმა“ კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა და წელიწადში 7.5 მილიონის ნაცვლად, „ბორუსიას“ ახლა 10.5 მილიონს უხდის. თუ დორტმუნდელები ზედიზედ მეორედ გახდებიან გერმანიის ჩემპიონები, ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, წელს კიდევ 64 მილიონის შოვნა შეუძლიათ.
მოკლედ, „ბორუსია“ ფინანსურადაც წელში გაიმართა. გეხსომებათ, 2003 წელს „დორტმუნდი“ გაკოტრების პირას იყო მისული...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"