მარიო გიოტცე მალე დაბრუნდება

AutoSharing Option
გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, მარიო გიოტცეს გამოჯანმრთელების პროცესი იდეალურად მიდის.
უახლესი ინფორმაციით, დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის გამთამაშებელი სრული დატვირთვით ვარჯიშს ორ კვირაში დაიწყებს.

"მიხარია, რომ გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ბუნდესლიგაში დაბრუნებას მოუთმენლად ველი," - განუცხადა "გიოტცინიომ" "ბორუსიას" ჟურნალს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაუბრუნდება მარიო მოედანს - სავარაუდოდ ეს სამ კვირაში უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ გიოტცე იანვრის ბოლოს დაშავდა, რის შემდეგაც ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ლაზარეთში ორ თვეს გაატარებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული