გერმანიის ნაკრების კარს ტიმ ვიზე დაიცავს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის ასისტენტმა ჰანსი ფლიკმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იოგის გადაწყვეტილებით, 29 თებერვალს, საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ბუნდესგუნდის კარს ბრემენის "ვერდერის" მეკარე ტიმ ვიზე დაიცავს. ცხადია, ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ მატჩი ბრემენში გაიმართება და თანაც, ლიოვს უნდა, ნახოს, როგორ ფორმაშია მანუელ ნოიერის შემცვლელი.

28 თებერვალს ცნობილი გახდა ისიც, რომ გერმანიის ნაკრების დაცვის ცენტრში მატს ჰუმელსისა (ბორუსია /დ/) და ჰოლგერ ბადშტუბერის (ბაიერნი) წყვილს ვიხილავთ, სასტარტო შემადგენლობაში იქნება "ლაციოს" გამოცდილი ცენტრფორვარდი მიროსლავ კლოზეც, რომლის თამაში
მცირე ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.

იოზილის აღიარება
მატჩის დაწყებამდე გერმანელთა გამთამაშებელი მესუთ იოზილი საპატიო წოდებით დაჯილდოვდება. ბუნდესგუნდის მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი მას გერმანიის ნაკრების 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ოფიციალურად დაასახელებს. ეს წოდება "რეალის" ნახევარმცველს გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებმა მიანიჭეს.

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ბუნდესგუნდის ფან-კლუბის 50 000 წევრი გამოკითხა და ყველაზე მეტი ხმა სწორედ თურქული წარმოშობის მქონე იოზილმა მიიღო, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 30 მატჩი აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული