ბუნდესლიგის ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე დარწმუნებულია, რომ პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი BVB-ში როგორც მინიმუმ 2014 წლამდე, ანუ, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩება, საუკეთესო შემთხვევაში კი "ბორუსიასთან" ახალ ხელშეკრულებასაც გააფორმებს.
"რობერტი ჭკვიანი ბიჭია და იმედი მაქვს, ხვდება, რომ მისთვის მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლას აზრი არ აქვს, რადგან იქ მარიო გომესს სასტარტოში თამაში გარანტირებული აქვს," - უთხრა ვატცკემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს. შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია, გერმანიაში მუსირებს ხმები იმის შესახებ, რომ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები ზაფხულში ლევანდოვსკის გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობენ.
ვატცკე დარწმუნებულია,
რომ პოლონელი თავდამსხმელი ყველაფერს ხვდება და რომ "ბორუსიაში" დარჩება. ლევანდოვსკის გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში 16 გოლი აქვს გატანილი და ბუნდესლიგის ბომბარდირთა რეიტინგში მხოლოდ ხსენებული გომესისა და შალკელი კლაას-იან ჰუნტელაარის წყვილს (18-18 გოლი) ჩამორჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"