პაოლო გერერო საკადრისად დასაჯეს!

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისიამ "ჰამბურგის" თავდამსხმელი პაოლო გერერო "შტუტგარტთან" მატჩში ჩადენილი სასტიკი უხეშობისთვის საკადრისად დასაჯა: პერუელს რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს!

შეგახსენებთ, რომ შაბათს, "შტუტგარტთან" 0:4 წაგებულ მატჩში 28 წლის გერერომ შვაბთა მეკარე სვენ ულრაიხს კუთხურის ალმამდე სდია და მერე უკნიდან ფეხი მუხლსუკან ჩაარტყა - თანაც, აშკარად გამიზნულად. (იხილეთ ვიდეო)

მსაჯმა პეტერ ზიპელმა მას მაშინვე წითელი ბარათი აუფრიალა, გერმანიაში კი ეს საქციელი ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე საშინელ უხეშობად მონათლეს. ჰამბურგელები გაპროტესტებას აპირებენ, მაგრამ არა გვგონია, რომ ამან შედეგი გამოიღოს.

პეტრიჩი ჰამბურგიდან
წავა

მომავალი სეზონიდან მლადენ პეტრიჩი "ჰამბურგის" ფეხბურთელი აღარ იქნება. ჩრდილოგერმანული კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, ხორვატ თავდამსხმელს ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პეტრიჩი HSV-ს ზაფხულში უფასოდ დატოვებს.

კლუბის განცხადებით, ამის მიზეზი ახალი პოლიტიკაა, რომელიც მიზნად აქცენტის ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაკეთებას ისახავს.

"მლადენმა "ჰამბურგისთვის" ბევრი გოლი გაიტანა და დღესაც უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ მასთან ახალი ხელშეკრულება არ გავაფორმოთ, რადგან მთლიანად პოლიტიკას ვცვლით," - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

31 წლის პეტრიჩს, რომელიც "ჰამბურგში" 2008 წელს დორტმუნდის "ბორუსიადან" გადავიდა, ჰამბურგელთა ფორმით 127 მატჩში 60 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული