66 წლის "დონ იუპის" თქმით, მიუხედავად მიუნხენური გრანდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობებისა, არ ფიქრობს, რომ პოსტს ნაადრევად დაატოვებინებენ.
"ბაიერნთან" კონტრაქტი 2013 წლამდე მაქვს გაფორმებული და მჯერა, რომ მიუნხენში სწორედ 2013 წლის ზაფხულამდე ვიმუშავებ. არ მიკვირს, რომ მაკრიტიკებენ, ეს ნორმალურია, მაგრამ ეს წნეხის ქვეშ არ მაქცევს. საკმარისად გამოცდილი ვარ იმისათვის, რომ ჩემ გარშემო ატეხილმა დისკუსიამ ამანერვიულოს," - უთხრა ჰაინკესმა "კიკერს".
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" გასულ უქმეებზე "ლევერკუზენთან" 0:2 დამარცხდა და ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიას" უკვე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"