იუპ ჰაინკესი: არსადაც არ მივდივარ!

AutoSharing Option
"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მის გარშემო ატეხილ დისკუსიას გამოეხმაურა.

66 წლის "დონ იუპის" თქმით, მიუხედავად მიუნხენური გრანდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობებისა, არ ფიქრობს, რომ პოსტს ნაადრევად დაატოვებინებენ.

"ბაიერნთან" კონტრაქტი 2013 წლამდე მაქვს გაფორმებული და მჯერა, რომ მიუნხენში სწორედ 2013 წლის ზაფხულამდე ვიმუშავებ. არ მიკვირს, რომ მაკრიტიკებენ, ეს ნორმალურია, მაგრამ ეს წნეხის ქვეშ არ მაქცევს. საკმარისად გამოცდილი ვარ იმისათვის, რომ ჩემ გარშემო ატეხილმა დისკუსიამ ამანერვიულოს," - უთხრა ჰაინკესმა "კიკერს".

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" გასულ უქმეებზე "ლევერკუზენთან" 0:2 დამარცხდა და ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიას" უკვე
შვიდი ქულით ჩამორჩება. ამასთან, რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის საფრთხეც ემუქრება – მერვედფინალის პირველი მატჩი (ბაზელთან) ბავარიელებს 0:1 აქვთ წაგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული