კლაუდიო პისარო დაისაჯა

AutoSharing Option
კვირას "ვერდერის" პერუელი გოლეადორი კლაუდიო პისარო ძალიან ცუდად მოიქცა - მან "ჰანოვერის" მცველ ემანუელ პოგატეცს სილა გაარტყა!

მართალია, ამ დღეებში პისარომ ბოდიში არაერთხელ მოიხადა და აღიარა, ძალიან სულელურად მოვიქეციო, მაგრამ თავს მაინც ვერ უშველა: გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა "ვერდერის" ფორვარდს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და პრინციპში, პისაროს უნდა უხაროდეს, უფრო მძიმე სასჯელს რომ არ გამოჰკრა ხელი.

"ისე, გულახდილად ვამბობ, რომ სილის გარტყმა არ მინდოდა. მე მხოლოდ პოგატეცის ხელის მოშორებას ვცდილობდი და საბოლოოდ სახეში არცთუ ძლიერი გარტყმა გამომივიდა. გასაგებია, რომ ეს
ახლა არავის სჯერა, მაგრამ ეს ასეა," - თქვა გუშინ "ვერდერის" თავდამსხმელმა.

თუკი "ვერდერი" ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს (აზრი არც ექნება), პისარო უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს და ბრემენელებს ვერც დორტმუნდში დაეხმარება და ვერც "აუგსბურგთან". ეს თომას შააფის გუნდისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება, რადგან პერუელს მიმდინარე სეზონში 16 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული