ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ დამთავრებულა და კიდევ დიდხანს არ დამთავრდება, რადგან მიუნხენური მანქანა დაიქოქა, რეკორდმაისტერი იდეალურ ფორმაში შევიდა და ქვას ქვაზე აღარ ტოვებს. "დორტმუნდი" კი უკვე საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშაა მოქცეული.
თუკი ორი კვირის წინ "ბაიერნში" ყველა სასოწარკვეთილი იყო,
ჩემპიონობისთვის ბრძოლასთან ერთად, გადარჩენისთვის ბრძოლაც გადამწყვეტ ფაზაში შედის და ტურიდან ტურამდე უფრო და უფრო იძაბება. "ჰამბურგს" სიტუაცია თითქოს გამოსწორებული ჰქონდა, მაგრამ ჩრდილოგერმანული მეტროპოლისის გუნდი ისევ "გაშტერდა" და ზედიზედ სამი თამაშის წაგების შემდეგ გასავარდნ ზონას სათოფეზე მიუახლოვდა. არადა, დაახლოებით თვენახევრის წინ ჰამბურგელები ევროპალიგის საგზურზე (?!) ოცნებობდნენ.
ბერლინის "ჰერტას" მდგომარეობა კი უფრო დრამატულია: მართალია, "ბაიერნთან" განადგურების გამო დედაქალაქელებს ვერ დავძრახავთ, მაგრამ ფაქტია, რომ "ჰერტა" ისევ გასავარდნ ზონაშია.
მოკლედ, ორი დიდი ქალაქი, ჰამბურგი და ბერლინი, მეორე ბუნდესლიგისკენ მიექანება, ხოლო ისეთი პატარა ქალაქების გუნდები, როგორებიც არიან ფრაიბურგი და აუგსბურგი, ბოლო დროს ძალიან კარგად ათამაშდნენ და გადარჩენის შანსი აქვთ.
ბოატენგი: 6:0-საც არა უშავს...
რა გასაკვირია, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელები "ჰერტასთან" მატჩის შემდეგ ხუმრობის ხასიათზე იყვნენ: ჟერომ ბოატენგმა თქვა, მართალია, ამჯერად შვიდი გოლი ვეღარ გავიტანეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც 6:0-ია ურიგო შედეგიო.
"პირველიდან ბოლო წამამდე უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ. მეტოქეს შანსი არ ჰქონდა! 8 დღეში 20 გოლის გატანა მოვახერხეთ. მე მგონი, ფეხბურთში ასეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე", - ეს კი ჰეთ-თრიკის ავტორის, რობენის სიტყვებია.
რაც შეეხებათ ბერლინელებს, როგორც იცით, "ჰერტა" დისკვალიფიცირებული ლევან კობიაშვილის გარეშე თამაშობდა. მატჩის შემდეგ ოტო რეჰაგელი სასოწარკვეთილი არ ყოფილა - როგორც ჩანს, გრძნობდა, რომ მის შეგირდებს "ბაიერნთან" შავი დღე დაადგებოდათ.
"რობენს და რიბერის ვერაფერი მოვუხერხეთ. შესაბამისად, შედეგიც და ანგარიშიც ლოგიკურია. "ბაიერნმა" ყველა ასპექტში და მოედნის აბსოლუტურად ყველა მონაკვეთში დაგვჩაგრა," - თქვა "მეფე ოტომ".
"ჰერტას" ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, მეორე წრეში კი ბერლინელებმა ოდენ 2 გოლის გატანა მოახერხეს და სანაცვლოდ, 20 გოლი მიიღეს. ვერაფერს ვიტყვით: ეს მეორე ბუნდესლიგაში დასაქვეითებლად განწირული გუნდის შედეგებია...
ისევ კაგავას სამქულიანით
დორტმუნდის "ბორუსიამ" "ვერდერი" ყველა ასპექტში დაჯაბნა და დამსახურებულადაც მოუგო. იურგენ კლოპის შეგირდებმა გამარჯვების გოლი ადრევე, მე-8 წუთზე გაიტანეს და ეს კვლავ შინჯი კაგავამ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ტანდაბალმა იაპონელმა გამთამაშებელმა გოლი ამჯერად მისთვის უჩვეულო სტილში, თავით გაიტანა, თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დარტყმისას ხელს არავინ უშლიდა.
ბრემენელები ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ და დარჩენილ დროში ერთხელაც არ გვიფიქრია, რომ ანგარიშის გათანაბრებას მოახერხებდნენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ისედაც ერთობ არასტაბილურ "ვერდერს" ამ შეხვედრაში სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა: მთავარი ბომბარდირი კლაუდიო პისარო დისკვალიფიცირებული გახლავთ, მარკო არნაუტოვიჩი და მეკარე ტიმ ვიზე კი ტრავმირებულები არიან.
შესაბამისად, დამტკიცდა კიდეც, რომ თომას შააფის გუნდი მათ გარეშე, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენს.
გლადბახი ჩემპიონთა ლიგის გზაზეა
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ამ ტურამდე სამმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა (2 ფრე, 1 მარცხი) და ის-ის იყო, კინაღამ ვიფიქრეთ, ლუსიენ ფავრის გუნდი ყველაფერს კარგავსო, რომ "გლადბახმა" ძველებურად გაიბრწყინა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ლევერკუზენს" მისსავე მოედანზე 2:1 მოუგო.
მიონხენგლადბახელთა მარგალიტმა მარკო როისმა ანგარიში სტარტზევე გახსნა, ისარგებლა რა "ფარმაცევტების" მცველის, დანიელ შვააბის უხეში შეცდომით. სტუმრები მასპინძლებს, ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში სჯობდნენ და 75-ე წუთზე შტეფან კისლინგმა ანგარიში ერთობ ალოგიკური გოლით გაათანაბრა - მან მიონხენგლადბახელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა.
თუმცა მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე "გლადბახმა" ბრწყინვალე კონტრშეტევა გამარჯვების გოლით დააგვირგვინა: როისის დრიბლინგს დე კამარგოსკენ გაკეთებული გადაცემა მოჰყვა, რომელმაც ეს პასი არ გააფუჭა და ბერნდ ლენოს კარი დალაშქრა.
ამ გამარჯვებით მიონხენგლადბახელებმა მესამე ადგილი შეინარჩუნეს და რაკი გუშინ "შალკემაც" მოიგო (4:1 კაიზერსლაუტერნში), თამამად უნდა ვთქვათ, რომ ბუნდესლიგაში საჩემპიონთალიგო ოთხეული უკვე დაკომპლექტებულია. თავად განსაჯეთ: მე-4 ადგილზე მყოფი "შალკე" მეხუთეადგილოსან "ლევერკუზენს" 10 ქულით უსწრებს.
ვოლფსბურგი ევროპალიგისკენ
ორი კვირის წინ "ვოლფსბურგის" გულშემატკივრებს საუკეთესო ექვსეულში (ევროპალიგის საგზურის მოპოვებას შესაძლოა მეშვიდე ადგილზე გასვლაც ეყოს - გააჩნია, რა მოხდება გერმანიის თასზე) მოხვედრაზე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, მაგრამ მას მერე ფელიქს მაგათის გუნდმა ზედიზედ ორი თამაში მოიგო: "ლევერკუზენთან" 3:2-ს "მგლებმა" ნიურნბერგში 3:1 მოაყოლეს და უკვე რეალური შანსი აქვთ, რომ ევროპალიგის საგზური მოიპოვონ.
თავიდან ფრანკები იგებდნენ, მაგრამ ვოლფსბურგელებმა თამაში პირველივე ტაიმში, მეტიც, 24-ე წუთისთვის შეატრიალეს, მეორე ტაიმში კი მესამეც გაიტანეს და მერე თამაში იოლად მიიყვანეს გამარჯვებამდე.
გაგიკვირდებათ და, მაგათის მიერ იანვრიდან ათვალწუნებულმა თავდამსხმელმა პატრიკ ჰელმესმა დუბლი შეასრულა. მიუხედავად ამისა, "დესპოტი ფელიქსი" მაინც შეუვალია და ჯიუტად ამბობს, იანვარში ვერ გავასაღე, მაგრამ პატრიკს ზაფხულში მაინც გავყიდიო.
ამასობაში "ვოლფები" მეექვსეადგილოსან "ვერდერს" მხოლოდ 5 ქულითღა ჩამორჩებიან.
გერმანია. ბუნდესლიგა. XXV ტური
ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 1:2
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი, რუდი (46. სალიჰოვიჩი) - ვუკჩევიჩი, ბაბელი, რობერტო ფირმინიო (73. შიპლოკი) - მლაპა.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, მასა, ნიდერმაიერი, საკაი - კვისტი, კუჟმანოვიჩი (83. გებჰარდტი) - ჰარნიკი (67. კაკაუ), ჰაინალი (67. გენტნერი), შიბერი - იბიშევიჩი.
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (8), 0:2 იბიშევიჩი (43), 1:2 სალიჰოვიჩი (74-პენ)
გაფრთხილება: ბეკი - კუჟმანოვიჩი, იბიშევიჩი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18(5)-12(8); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 30 150
ბორუსია (დ)-ვერდერი 1:0
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი (77. ს. ბენდერი), კელი - ბლაშჩიკოვსკი (90. ოვომოიელა), კაგავა, გროსკროიტცი (74. პერიშიჩი) - ლევანდოვსკი.
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - აფოლტერი, პრიოდლი (56. ფიულკრუგი), სოკრატისი, ჰართერცი (63. შმიტცი) - თრაიბული (76. კროოსი), იგნიოვსკი - ფრიტცი, ექიჩი, იუნუზოვიჩი - როზენბერგი.
გოლი: 1:0 კაგავა (8)
გაფრთხილება: პიჟჩეკი - იგნიოვსკი, აფოლტერი, ფრიტცი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 18(5)-4(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 80 720
აუგსბურგი-მაინცი 2:1
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, სანკო, ს. ლანგკამპი, ოსტრცოლეკი - ჰოსოგაი, ბაიერი (88. მიოლდერსი) - კოო (82. დე რუკი), იორლი, ბელინგჰაუზენი - ს. ჰაინი (62. მ. ნდიენგი).
მაინცი (4-2-2-2): ვეტკლო - მ. კალიჯური, ბუნგერტი, კირხჰოფი, ზაბავნიკი - პოლანსკი (56. ნოვესკი), სოტო - ნ. მიულერი (56. მალი), ჩუპო-მოტინგი - ალაგუი (65. ივანშიტცი), ზიდანი.
გოლები: 0:1 ალაგუი (36), 1:1 კოო (43), 2:1 ს. ლანგკამპი (51)
გაფრთხილება: ჰოსოგაი, ბელინგჰაუზენი - ზაბავნიკი, ვეტკლო
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10(5)-10(3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 30 025
ჰამბურგი-ფრაიბურგი 1:3
ჰამბურგი (4-2-2-1-1): დრობნი - დიკმაიერი, ბრუმა, მანსიენი, რაიკოვიჩი - იაროლიმი, ტეშე (46. ბერგი) - ტიორე (46. სონი), ილიჩევიჩი - არსლანი - პეტრიჩი.
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - მუიჯა, დიანიე, გინტერი, ზორგი - მაკიადი (89. სანტინი), ფლუმი (34. შუსტერი) - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი (63. გუედე) - ფრაისი.
გოლები: 0:1 ფლუმი (20), 0:2 დ. კალიჯური (43), 0:3 მაკიადი (72), 1:3 ილიჩევიჩი (75)
გაფრთხილება: ზორგი, მაკიადი, მუიჯა
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-25; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 15(6)-12(5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 52 414
ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 1:3
ნიურნბერგი (4-1-2-2-1): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო, ვოლშაიდი (33. ნილსონი), ჰლუშეკი - სიმონსი - ბალიტში (46. ბუნიაკუ), დიდავი - ჩენდლერი (66. აიგლერი), ესვაინი - პეკჰარტი.
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ჰასებე, რუსი, ფელიპე ლოპესი, როდრიგესი - ჟოსუე (80. მადლუნგი), პოლაკი - ტრეში (54. ირჟაჩეკი), მ. შეფერი - მანჯუკიჩი, ჰელმესი (89. იონსონი).
გოლები: 1:0 დიდავი (9), 1:1 მანჯუკიჩი (15), 1:2 ჰელმესი (24), 1:3 ჰელმესი (53)
გაფრთხილება: ჰელმესი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 5(1)-10(4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 39 320
ლევერკუზენი-ბორუსია (მ) 1:2
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - და კოშტა (83. მ. ფრიდრიხი), შვააბი, ტოპრაკი, კადლეცი - რაინარტცი, როლფესი (63. დერდიოკი) - კასტრო, რენატო, შიურლე - კისლინგი.
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - შტრანცლი, ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ვენდტი (84. რინგი), არანგო - როისი (91. მარქსი), ჰანკე (70. დე კამარგო).
გოლები: 0:1 როისი (7), 1:1 კისლინგი (75), 1:2 დე კამარგო (88)
გაფრთხილება: ტოპრაკი, შვააბი - შტრანცლი, ნორდტვეიტი
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 22(5)-11(7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 30 210
ჰერტა-ბაიერნი 0:6
ჰერტა (4-1-4-1): კრაფტი (46. ბურხერტი) - პერდედაი (46. მორალესი), ჰუბნიკი, იანკერი, ბასტიანსი - ნიმაიერი - რუკავიტსია, ლელი, ოტლი, რამოსი (72. ლასოგა) - რაფაელი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, კროოსი - რობენი (70. პრანიჩი), თ. მიულერი (61. ტიმოშჩუკი), რიბერი (73. რაფინია) - გომესი.
გოლები: 0:1 თ. მიულერი (9), 0:2 რობენი (12), 0:3 რობენი (19-პენ), 0:4 გომესი (50-პენ), 0:5 კროოსი (51), 0:6 რობენი (67-პენ)
გაფრთხილება: რაფაელი, ჰუბნიკი, მორალესი - ბოატენგი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 7(2)-15(7); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 74 244
კაიზერსლაუტერნი-შალკე 1:4
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ზიპელი - დიკი, აბელი, როდნი, იესენი - დე ვიტი (62. ვოოტენი), ბორისიუკი - შაჰანი (46. ფორტუნისი), ტიფერტი - შეხტერი, ვაგნერი (62. სვიერჩოკი).
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ჰოლტბი - ფარფანი, რაული (77. მორიტცი), დრაქსლერი (82. პუკი) - ჰუნტელაარი (84. ობასი).
გოლები: 1:0 როდნი (3), 1:1 ჰოლტბი (39), 1:2 ჰუნტელაარი (45), 1:3 რაული (51), 1:4 ფარფანი (81)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10(3)-19(5); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 49 780
ჰანოვერი-კიოლნი 4:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ჰაგი, კ. შულცი - შმიდებახი (62. ია კონანი), პინტუ - შტინდლი, რაუში - შლაუდრაფი (78. შტოპელკამპი), აბდელაუ (46. მ. დიუფი).
კიოლნი (4-2-2-2): რენზინგი - ბრეჩკო, სერენო (73. როში), ჟერომელი, აიხნერი - რიტერი, პეცონი (77. მაკენა) - კლემენსი, პეჟკო (73. ჯემალი) - იშაკი, ნოვაკოვიჩი.
გოლები: 1:0 შტინდლი (19), 1:1 პეცონი (43), 2:1 შლაუდრაფი (61-პენ), 3:1 მ. დიუფი (67), 4:1 მ. დიუფი (83)
გაფრთხილება:
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18(10)-14(7); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 45 000
სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 26 18 5 3 53-16 59
2. ბაიერნი 26 17 3 6 64-17 54
3. ბორუსია (მ) 26 15 6 5 39-16 51
4. შალკე 26 16 2 8 58-34 50
5. ლევერკუზენი 26 11 7 8 39-34 40
6. ვერდერი 26 11 6 9 40-39 39
7. ჰანოვერი 26 9 11 6 34-36 38
8. შტუტგარტი 26 10 6 10 43-34 36
9. ვოლფსბურგი 26 10 4 12 34-47 34
10. ნიურნბერგი 26 9 4 13 25-37 31
11. მაინცი 26 7 9 10 38-41 30
12. ჰოფენჰაიმი 26 7 9 10 29-37 30
13. კიოლნი 26 8 4 14 33-50 28
14. ჰამბურგი 26 6 9 11 30-48 27
15. აუგსბურგი 26 5 11 10 27-40 26
16. ფრაიბურგი 26 6 7 13 33-53 25
17. ჰერტა 26 5 8 13 26-47 23
18. კაიზერსლაუტერნი 26 3 11 12 17-36 20
ბომბარდირები
22 - გომესი (ბაიერნი); 20 - ჰუნტელაარი (შალკე); 16 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი), როისი (ბორუსია /მ/); 12 - რაული (შალკე); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი), რიბერი (ბაიერნი).
მომდევნო ტური
23 მარტი. ვოლფსბურგი-ჰამბურგი.
24 მარტი. ბაიერნი-ჰანოვერი, ფრაიბურგი-კაიზერსლაუტერნი, ბორუსია (მ)-ჰოფენჰაიმი, ვერდერი-აუგსბურგი, მაინცი-ჰერტა, შალკე-ლევერკუზენი.
25 მარტი. შტუტგარტი-ნიურნბერგი, კიოლნი-ბორუსია (დ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"