33 წლის პერუელმა საკლუბო დონეზე 430 მატჩი ჩაატარა და 195 გოლი გაიტანა. თავისი ქვეყნის ნაკრებში პისარომ 66 მატჩი გამართა და 21 გოლი გაიტანა.
"ვერდერის" გარდა, ფორვარდი "ბაიერნსა" და "ჩელსიში" გამოდიოდა.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ბრემენელთა შემადგენლობაში 29 მატჩი გამართა და 18 გოლი გაიტანა.
გერმანული პრესის ინფორმაციით, პისაროს მიმართ ინტერესს "შალკე" და დორტმუნდის "ბორუსია" იჩენდა.
"გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე, რადგან "ვერდერში" თამაში მომწონს. მაგრამ მსურს, რომ