კლაუდიო პისარომ ბრემენის "ვერდერი" დატოვა

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" თავდამსხმელმა კლაუდიო პისარომ კლუბთან კონტრაქტი არ გააგრძელა და შესაძლოა, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.

33 წლის პერუელმა საკლუბო დონეზე 430 მატჩი ჩაატარა და 195 გოლი გაიტანა. თავისი ქვეყნის ნაკრებში პისარომ 66 მატჩი გამართა და 21 გოლი გაიტანა.

"ვერდერის" გარდა, ფორვარდი "ბაიერნსა" და "ჩელსიში" გამოდიოდა.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ბრემენელთა შემადგენლობაში 29 მატჩი გამართა და 18 გოლი გაიტანა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, პისაროს მიმართ ინტერესს "შალკე" და დორტმუნდის "ბორუსია" იჩენდა.

"გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე, რადგან "ვერდერში" თამაში მომწონს. მაგრამ მსურს, რომ
კარიერის ბოლოს სხვა რამით დავკავდე. რა იქნება ეს, ჯერ არ ვიცი, თუმცა რამდენიმე წინადადება მაქვს, რომელთაც განვიხილავ", - განაცხადა პისარომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული