"მან ჩაიზე მიმიწვია, მაგრამ სწორედ იმ დროს მივდიოდი დასასვენებლად. ამიტომ მისი დაპატიჟება ვერ მივიღე", - თქვა ბოატენგმა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა გერმანიის ნაკრებში გამოდის, ფეხბურთელი არ ნანობს, რომ განის ნაკრების ღირსებას იცავს.
"ამაზე საუბარი ძალიან გვიანია. განის სასარგებლოდ ჩემი არჩევანი უკვე დიდი ხნის წინ გავაკეთე. ამ არჩევანს არც ახლა შევცვლიდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გერმანიის კანცლერის მიპატიჟებაზე ისევ ვიტყვი უარს", - აღნიშნა
მომზადებულია GhanaSoccer-ის მიხედვით