კევინ-პრინს ბოატენგი ანგელა მერკელს არ შეხვდა

AutoSharing Option
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა "მილანის" განელი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი ჩაიზე მიიწვია, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

"მან ჩაიზე მიმიწვია, მაგრამ სწორედ იმ დროს მივდიოდი დასასვენებლად. ამიტომ მისი დაპატიჟება ვერ მივიღე", - თქვა ბოატენგმა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა გერმანიის ნაკრებში გამოდის, ფეხბურთელი არ ნანობს, რომ განის ნაკრების ღირსებას იცავს.

"ამაზე საუბარი ძალიან გვიანია. განის სასარგებლოდ ჩემი არჩევანი უკვე დიდი ხნის წინ გავაკეთე. ამ არჩევანს არც ახლა შევცვლიდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გერმანიის კანცლერის მიპატიჟებაზე ისევ ვიტყვი უარს", - აღნიშნა
ბოატენგმა.

მომზადებულია GhanaSoccer-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული