მატს ჰუმელსი მწყობრში ჩადგა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი ახალი სეზონის სასტარტო მატჩში სათამაშოდ მზადაა.

შეგახსენებთ, რომ ჰუმელსს ყელის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა ის უკან დარჩა და ცენტრალური მცველი სათამაშოდ მზადაა. 23 აგვისტოს ის სრულფასოვან ვარჯიშს განაახლებს.

მაგრამ არის უსიამოვნო სიახლეებიც - ბრემენის "ვერდერის" შეხვედრაში საეჭვოა მარჯვენა მცველის, ლუკაშ პიშჩეკის თამაში. დორტმუნდელთა თავკაცის, იურგენ კლოპის თქმით, მოედანზე მისი გამოსვლა ან არგამოსვლა მატჩის დღეს გადაწყდება.

მომზადებულია ftd-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული