შეგახსენებთ, რომ ჰუმელსს ყელის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა ის უკან დარჩა და ცენტრალური მცველი სათამაშოდ მზადაა. 23 აგვისტოს ის სრულფასოვან ვარჯიშს განაახლებს.
მაგრამ არის უსიამოვნო სიახლეებიც - ბრემენის "ვერდერის" შეხვედრაში საეჭვოა მარჯვენა მცველის, ლუკაშ პიშჩეკის თამაში. დორტმუნდელთა თავკაცის, იურგენ კლოპის თქმით, მოედანზე მისი გამოსვლა ან არგამოსვლა მატჩის დღეს გადაწყდება.
მომზადებულია ftd-ის მიხედვით