25 წლის ცენტრფორვარდის გადაბირება ლონდონის "არსენალს", "ვოლფსბურგს" და დორტმუნდის "ბორუსიას" სურთ. ლონდონელთა თავკაც არსენ ვენგერს ოლივიე ჟირუს სახით მხოლოდ ერთი მაღალი კლასის ცენტრალური თავდამსხმელი ჰყავს და სალაი სწორედ მისი დამზღვევის რანგში სჭირდება.
მაინცელებს სალაის (კონტრაქტი 2015 წლამდე) დაკარგვის პერსპექტივა არ ხიბლავთ, მაგრამ კონკრეტული შეთავაზების შემთხვევაში ტრანსფერზე უარის თქმა გაუჭირდებათ. თუკი "არსენალს" სალაის გადაბირება ახლავე უნდა, ვოლფსბურგელებსა და დორტმუნდელებს მისი შეძენა ზაფხულში სურთ.
ასევე იხილეთ:
მათიას ზამერი: "მაინცისგან" ნიშანს ველით!