საფრანგეთის ნაკრები: დეშამმა ვარანს უხმო

AutoSharing Option
ეს საინტერესო ამხანაგური მატჩი 6 თებერვალს, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება. დეშამმა ნაკრებში პირველად გამოიძახა რომენ ალესანდრინი, რომელიც წელს შესანიშნავ სეზონს ატარებს და "რენის" ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება. ასევე, დაბრუნდა რაფაელ ვარანი, ვინც "ბარსელონასთან" საოცარი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ საქებარ სიტყვებს იმსახურებს.

სრული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: მიკელ ლანდრო (ბასტია), უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი).

მცველები: გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი), მატიო დებუში (ნიუკასლი), ლორან კოშელნი (არსენალი), ადილ რამი (ვალენსია), ბაკარი სანია (არსენალი), მამადუ სახო (პარი სენ ჟერმენი),
რაფაელ ვარანი (რეალი).

ნახევარმცველები: იოან კაბაი (ნიუკასლი), ეტიენ კაპუ (ტულუზი), მაქსიმ გონალონი (ლიონი), ბლეზ მატუიდი (პარი სენ ჟერმენი), მუსა სისოკო (ნიუკასლი), მატიო ვალბუენა (მარსელი).

თავდამსხმელები: რომენ ალესანდრინი (რენი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), ჟერემი მენეზი (პარი სენ ჟერმენი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიდიე დეშამი: ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული