"რუნი "იუნაიტედში" იქნება მომდევნო სეზონშიც. პირობას გაძლევთ. ჩემსა და უეინს შორის ურთიერთობაში არანაირი ბზარი არ არის.
ხმები ამის შესახებ სრული აბსურდია. რუნი მიხვდა იმ მიზეზებს, რის გამოც "რეალთან" შეხვედრაში ძირითადში ვერ მოხვდა. ტაქტიკური თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა უფლება, ასე მოვქცეულიყავით", - განაცხადა 71 წლის შოტლანდიელმა.
ცეცხლზე ნავთს ასხამს "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი, ვისი თქმითაც, ის არ გამორიცხავს მოვლენათა ამგვარ განვითარებას
"ბედნიერი ვიქნები... არა, უბედნიერესი, თუკი რუნი "ბაიერნში" კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტს. ეს მხოლოდ ხმებია თუ სიმართლე, ამას მე ვერ გეტყვით", - განაცხადა "კაიზერმა".
აქვე გეტყვით, რომ წინა კვირაში "დეილი მეილი" რუნის 20 მილიონად "აფასებდა", ახლა კი 15 მილიონით "გააძვირა".
ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, რუნის გაყიდვა და ამით სახელფასო ფონდიდან სერიოზული თანხების გამოთავისუფლება "ოლდ ტრეფორდზე" კრიშტიანო რონალდოს დაბრუნებისთვის გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს