70 წლის მაიერი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და შეიძლება ითქვას, საკულტო პიროვნებაც გახლავთ. მისი გუნდები, წლების განმავლობაში, ჯერ გდრ-ში, შემდეგ კი გერმანიაში წარმატებას აღწევდნენ. "კარლ ცაისის" და სხვადასხვა აღმოსავლეთ გერმანული გუნდების გარდა, მაიერმა 5 წელი მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" იმუშავა, სამი წელი "ნიურნბერგის" დამრიგებელი იყო და ამ გუნდთან
ამჟამად, ჰანს მაიერი "ბორუსიას" დირექტორატის წევრია, ჩვენ კი მისი ყველაზე ცნობილი და საინტერესო გამოთქმები შევკრიბეთ. გარდა კარგი მწვრთნელისა, მაიერი ხომ მშვენიერი ორატორიც არის.
***
"მატჩი 2:2 დასრულდა და ის ჩვენს გასახდელში შემოვიდა, რადგან მას მაისურის გაცვლა სურდა, მე კი ვუთხარი, რომ ახლა ჩვენი გუნდის მაისურს ვერ მიიღებდა, სამაგიეროდ მომავალ სეზონში ათასობით ექნებოდა. მას ამ ხუმრობაზე არ გაეცინა და გამოცდა ვერ ჩააბარა – მას იუმორის გრძნობა არ აქვს," – პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ არ გადავიდა მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" დანიელ ფელგენჰაუერი.
***
"ჩვენ თბილისელებს 1:0-ს ვუგებდით, მაგრამ 1:2 წავაგეთ. ასეთი იმედგაცურება ადამიანს ცხოვრების ბოლომდე გაგყვება, მაგრამ ამავე დროს, ჩემს კარიერაში ეს ყველაზე დიდი მიღწევა იყო," – 1981 წელს, თასების მფლობელთა თასის ფინალური შეხვედრის წაგებაზე.
***
"მეკარე იორგ შტილმა ერთხელ თქვა, რომ მე საუკეთესო მწვრთნელი ვიყავი იმათ შორის, ვისთანაც მას უმუშავია. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მას კარიერაში სულ ორი მწვრთნელი ჰყავდა," – შვეიცარიელი მეკარე "ბორუსიაში" წლების განმავლობაში თამაშობდა.
***
"ჩვენ ვარჯიში ნახევარი საათით შევწყვიტეთ, რადგან მოთამაშეები ძალიან აღელდნენ, ზოგმა სიხარულისგან ტირილიც კი დაიწყო," – "ბორუსიასთან" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.
***
ერთხელ მაიერს ჰკითხეს, იყო თუ არა "ბაიერნთან" მიღწეული ფრე საუკეთესო საშობაო საჩუქარი, რაზეც მან უპასუხა:
"ამას ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან სახლში შესაძლოა პრობლემები შემექმნას, როდესაც ჩემი ცოლი ტრუსების კოლექციას მაჩუქებს".
***
"წესით, ლიდერობა აღარ უნდა დავთმოთ," – "ნიურნბერგის" მიერ, პირველ ტურში "შტუტგარტის" განადგურების (3:0) შემდეგ.
***
"თუ თავზე შარავანდედს დამადგამთ, ერთ დღესაც აუცილებლად ჩამოვიძრობ." – კომენტარი საკუთარი ხასიათსი თავისებურებებზე.
***
როდესაც მაიერს ჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტა პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლება, მან უპასუხა:
"ჩემმა ცოლმა ჩვენს ბაღში სიარული ამიკრძალა, რადგან ვარდს ყვავილოვანი კომბოსტოსგან ვერ ვარჩევ".
***
დაბოლოს: "იმ ასაკამდე ვერასდროს მივაღწევ, როდესაც ფეხბურთში არაფერი გამაკვირვებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"