კლაუდიო პისარო: "ბაიერნს" ერთი ტიტული ჯიბეში აქვს, მაგრამ კიდევ ორი დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა კლაუდიო პისარომ "ჰამბურგთან" (9:2) ბუნდესლიგის 27-ე ტურის მატჩის შემდეგ გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

"მთელმა გუნდმა ჩემის ჩათვლით კარგი თამაში აჩვენა. ეს ძალიან მახარებს, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია.

ოთხი გოლი - ეს უბრალოდ შესანიშნავია. ტემპს არ ვაგდებთ და ჩვეული გზით მივდივართ. მგონი, ჩემპიონობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ტიტული პრაქტიკულად ჯიბეში გვაქვს, მაგრამ კიდევ ორი დარჩა.

იმედი მაქვს, რომ ფრანკფურტში ბოლოს და ბოლოს ყველაფერს დავასრულებთ. უმაღლესი დონის გუნდი გვყავს. იმედია, ამ სეზონში ბევრ ტიტულს მოვიგებთ",
-
თქვა პისარომ.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდელისგის გარდა ტიტულებისთვის ბრძოლას ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზეც აგრძელებს.

VideoSportall.Ge
30.03.13. ბაიერნი - ჰამბურგი 9:2


მომზადებულია fcbayern.telekom.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული