გავრცელებული ცნობების თანახმად, ბრაზილიელი მცველის ტრანსფერი გადაწყვეტილია - გასარკვევი მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა. "ბილდის" ინფორმაციით, ფეხბურთელი, რომელიც "დორტმუნდში" 2008 წლიდან თამაშობს, "შალკეს"
"დორტმუნდისა" და "შალკეს" ხელმძღვანელებმა გუშინ ფელიპე სანტანას ტრანსფერზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ფაქტია, რომ სანტანამ გელზენკირხენულ კლუბში 32 წლის კრისტოფ მეტცელდერი უნდა შეცვალოს - ამ უკანასკნელს "შალკესთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება. მიზეზი, თუ რატომ ტოვებს სანტანა "დორტმუნდს" ყველასათვის გასაგებია: მატს ჰუმელსისა და ნევენ სუბოტიჩის კომპანიაში მას "ბორუსიას" ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრების შანსი არ აქვს. სამაგიეროდ, ბევრისთვის კიდევ დიდხანს იქნება გაუგებარი, რატომ გადაწყვიტა მან მაინცდამაინც "შალკეში" გადასვლა - ცნობილია, რომ სხვა შეთავაზებებიც ბევრი ჰქონდა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ფელიპე სანტანა არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რურის დერბის ერთი გრანდიდან მეორეში გადასვლა გადაწყვიტა. სწორედ ეს გზა გაიარეს თავის დროზე ანდი მიოლერმა და როლფ რიუსმანმაც. სტან ლიბუდა კი თავის დროზე "შალკედან" "დორტმუნდში" გადავიდა და მერე ისევ "შალკეში" დაბრუნდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"