მარიო გიოტცე 37 მილიონ ევროდ "დორტმუნდიდან" "ბაიერნში" გადავიდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდში დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი მარიო გიოტცე ითამაშებს.

20 წლის ვარსკვლავი "ბაიერნს" 37 მილიონი ევრო დაუჯდა.

კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, "ბაიერნის" საიტზე მხოლოდ ამას ვკითხულობთ: "ბაიერნმა" ოფიციალურად შეიძინა მარიო გიოტცე. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი დორტმუნდიდან მიუნხენში 1 ივლისს გადავა".

ამის შესახებ კომენტარი იურგენ კლოპმა გააკეთა: "დრო ჭრილობას ვერ არჩენს, მაგრამ ის დაგვეხმარება ამ დანაკარგის გადახარშვაში. დარწმუნებული ვარ, არც მიონხენგლადბახში უხაროდათ, როცა მათ მარკო როისი წავართვით. ამ ტრანსფერის შესახებ კი "მალაგას" დამარცხების მერე "მახარეს".

ასევე იხილეთ:
მარიო გიოტცე: ჩემთვის სულერთია, 1/4-ფინალში წილისყრა ვის გვარგუნებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეხ მაგის დედაც ჯეკ! სადღაა პატრიოტიზმი ერთგულება ,სიმბოლო.მაგრა ვბალეშიკობდი დორტმუნდს ,გუნდი მეგონა და გავნო ყოფილა.სუფთა ქარვასლაა.ახლა რეალის წინ ეს იქნებოდა? გიოტსე კი "სიკო" ყოფილა.ფუი გული ამერია რომ გავიგე. შიგააქვთ გერმანელებს საერთოდ, ბარემ ერთ გუნდიანი ჩემპიონატი შემოიღონ და ბაიერნს მისცენ ყველაფერი თავიდანვე.გამოსირდა ეს ფეხბურთი საერთოდ...ოოშეთ!!!
MARADONA
16:15 24-04-2013
0
გიჟია რა ეგ რა ქნა სად გადავიდა ფუ გიოტცე
Giorgi
21:19 23-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული