შეგახსენებთ, რომ გიოტცე "ბაიერნის" ფეხბურთელი 1 ივლისიდან გახდება. ბუნდესგუნდმა ფეხბურთელში 37 მილიონი ევრო გადაიხადა.
გიოტცეს "ფეისბუქის" გვერდზე იმდენი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიდო, რომ საბოლოოდ გვერდი დაიხურა. აღნიშნულ სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, სადაც ის ადამიანები გაწევრიანდნენ, რომლებსაც გიოტცე ეზიზღებათ.
ასევე, გაჩნდა ჭორები, რომ მარიოს პატარა ძმას სკოლის შეცვლა სურს, რადგან ძმის გამო თანაკლასელები მუდამ დასცინიან.
გარდა ამისა, "ბორუსიას" ფანებმა გიოტცეს მშობლების სახლზე საღებავით შეურაცხმყოფელი სიტყვები დაწერეს.
მომზადებულია