მარიო გომესი: ნეაპოლი და ფლორენცია?

AutoSharing Option
"ბაიერნის" სხვა ფეხბურთელებთან ერთად, გერმანიის თასსა და შესაბამის ჰეთთრიკს მარიო გომესიც უმიზნებს, მაგრამ 27 წლის ფორვარდი მომავალზეც ინტენსიურად ფიქრობს.

მომდევნო სეზონზე უკვე "ბაიერნის" ხელმძღვანელებიც ფიქრობენ და წესით, ამ დღეებში ხშირად უნდა ესაუბრებოდნენ რეკორდმაისტერის მომავალ თავკაც ხოსეპ გვარდიოლას - დაგეგმვა ხომ პირველ რიგში ახლა მისი პრეროგატივაა.

მომავალი სეზონისთვის "ბაიერნის" შესახებ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი და ფაქტია, რომ თასის ფინალის შემდეგ გვარდიოლა ასპარეზზე გამოვა და კითხვებზე პასუხების გაცემაც დაიწყებს, მანამდე კი ყველაზე მეტად სწორედ გომესს აინტერესებს, რა ბედი ელის.

ამ სეზონის დასაწყისში გომესმა
ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც სეხნია მანჯუკიჩი ვეღარ დაჯაბნა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიბრუნა. ჰაინკესი გომესს უმეტესად შეცვლაზე ათამაშებდა და ფაქტია, რომ მომავალი სეზონისთვისაც მცირე შანსები აქვს, რადგან ბავარიელები რობერტ ლევანდოვსკიზე ფიქრობენ...

"კიკერის" ინფორმაციით, გომესით ორი იტალიური კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული: ერთი იტალიის ვიცე-ჩემპიონი "ნაპოლია", მეორე კი - მეოთხეადგილოსანი "ფიორენტინა". ნეაპოლელებს მარიო, რა თქმა უნდა, ედინსონ კავანის შემცვლელად სურთ, რომელსაც იქ ალბათ მართლა აღარავინ გააჩერებს. თუ გომესი იტალიაში წავა, გერმანიის ნაკრების მეორე თავდამსხმელი იქნება, რომელიც სერია A-ში ითამაშებს - როგორც იცით, მიროსლავ კლოზე "ლაციოში" "თავიდან დაიბადა"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიო გომესი: "ბაიერნს" მესი რომ ჰყავდეს, მე და სხვა ფორვარდები არც დავჭირდებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული