ლაიპციგში ანდრეი შევჩენკომაც ითამაშა, რომელმაც კახი კალაძის გასაცილებელ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
ბალაკმა ფეხბურთელები ორ გუნდად გაყო: ერთში მისი მეგობრები თამაშობდნენ, მეორეს კი მსოფლიო ნაკრები ეწოდა. მეგობრების გუნდის მწვრთნელი რუდი ფიოლერი გახლდათ, მსოფლიო ნაკრებისა კი - მოურინიო. მატჩი მსოფლიო ნაკრების გამარჯვებით (3:4) დამთავრდა, მაგრ
"ვამაყობ ამ მატჩით! ფანტასტიკურია ის, რომ ასეთი დამღლელი სეზონის შემდეგ ყველა ვარსკვლავი ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, ემოციური საღამო გამოვიდა. ვამბობდი, არ ვიტირებ-მეთქი, მაგრამ ცრემლების შეკავება ასეთ დროს ძალიან ძნელი ყოფილა. ძალიან ლამაზი კარიერა მქონდა, რომელიც დღეს საბოლოოდ დავასრულე," - განაცხადა ბალაკმა.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის მიხაელმა, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 98 მატჩი აქვს ჩატარებული, კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად 2012 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. გიორლიტცში დაბადებული ბალაკი აქტიური სპორტული კარიერის დროს ოთხჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი (ბაიერნი), ერთხელ ინგლისის ჩემპიონი (ჩელსი) და ერთხელ გერმანიის თასიც მოიგო.
სამაგიეროდ, მიხაელი სანაკრებო დონეზე დარჩა უტიტულოდ. 2002 წელს მიხაელი მსოფლიოს ჩემპიონობასთან იყო ახლოს, მაგრამ გერმანია ფინალში დამარცხდა, ხოლო 2008 წელს ეროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და იქ ესპანეთთან წააგო. პრინციპში, უნდა ვახსენოთ 2006 წლის მუნდიალიც, რომელზეც ბალაკმა და კომპანიამ მესამე ადგილი დაიკავეს. ამასთან, მიხაელი ორჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა.
ლაიპციგში მისი გასაცილებელი მატჩის გამართვა წყალდიდობის გამო დიდხანს იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ბალაკის თქმით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა (მინიმუმ 100 000 ევრო) წყალდიდობით დაზარალებულების დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მიხაელ ბალაკი - ფეხბურთის ჯეისონ ბორნი