არიენ რობენი: არ მგონია, ვინმეს ისე ესმოდეს ფეხბურთი, როგორც ფრანკ რიბერის

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა გერმანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი თანაგუნდელის, ფრანკ რიბერის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფრანგ ფეხბურთელთან გაუგებრობა დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა.

შეგახსენებთ, რომ რობენსა და რიბერის ჩხუბი გასახდელში, მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის ნახევარფინალური მატჩის დროს მოუვიდათ.

"მაშინ რთული დროება გვედგა და მეგონა კიდეც, რომ მასთან ერთ გუნდში თამაშს ვეღარ შევძლებდი.

დღეს კი ფრანკ
თან ერთად თამაშით სიამოვნებას ვიღებ. არ მგონია, ვინმეს ისე ესმოდეს ფეხბურთი, როგორც რიბერის. ბოლო სეზონში
ჩვენ ყველაფერი გამოვასწორეთ",
- თქვა რობენმა.

ასევე იხილეთ:

ფრანკ რიბერი: "ბაიერნში" კონტრაქტიც კი არ მჭირდება!

ფრანკ რიბერი: ჰო, წუხელ ცოლთან და ჩემპიონთა თასთან ერთად ვიწექი
არიენ რობენი: სეზონის დასაწყისში ჩემი მიმართულებით სტვენა არ დამვიწყებია
ფრანკ რიბერი და არიენ რობენი თანაგუნდელებმა გააშველეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული