თომას მიულერი: ის, რომ იმდენივე გავიტანე, რამდენიც ლიონელ მესიმ, ბედნიერს არ მხდის

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის თომას მიულერისთვის არაფერს ნიშნავს ის, რომ ჩემპიონთა ლგიის 2012/13 წლების სეზონში მან იმდენივე გოლის გატანა შეძლო, რამდენიც "ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ.

ამ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ გათამაშებაში 8-8 გოლი მიითვალეს. მიულერისთვის კი მთავარი ისაა, რომ ამ გოლებმა მიუნხენურ გრანდს ტიტული მოაგებინა.

"ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგაში იმდენივე გავიტანე, რამდენიც მესიმ, ბედნიერს ნამდვილად არ მხდის.

გახარებული იმის გამო ვარ, რომ "ბაიერნმა" შეძლო ტურნირის მოგება, რაშიც მას ჩემი გოლებიც წაადგა",
- აქვეყნებს მიულერის სიტყვებს Bild.

შეგახსენებთ, რომ "უემბლიზე" გამართულ
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსიას" ანგარიშით 2:1 სძლია. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კი 12 გატანილი ბურთით მადრიდის "რეალის" თავდცამსხმელი კრიშტიანო რონალდო გახდა.

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-ბაიერნი 1:2 - ჰაინკესის გუნდის სრული ტრიუმფი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული