მოსალოდნელი ტრანსფერი: "ჰამბურგს" როკე სანტა კრუსი უნდა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ჰამბურგის" სპორტულ დირექტორად 47 წლის ოლივერ კროიცერი დაინიშნა და ახალი ბოსი მთავარ მწვრთნელ ტორსტენ ფინკთან ერთად გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვას შეუდგა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფინკს და კროიცერს ჩრდილოგერმანული კლუბისთვის, პირველ რიგში, მაღალი კლასის ცენტრფორვარდი სურთ - "ბილდი" წერს, რომ "ჰამბურგს" "მალაგას" ექსთავდამსხმელის, როკე სანტა კრუსის გადაბირება უნდა.

"სანტა კრუსი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და რამდენადაც ვიცი, კლუბის გამოცვლა უნდა, - აცხადებს კროიცერი და დასძენს, - როკე ჩვენს პროფილს იდეალურად ესა
დაგება, გოლეადორის ალღო აქვს, შეუძლია, წინა ხაზზე მარტომ იბრძოლოს და კარგი პასების ჩამორიგებაც ეხერხება. რაც მთავარია, ძალიან გამოცდილია".


"ჰამბურგისთვის" ყველაზე მთავარი, ალბათ, ის არის, რომ 31 წლის სანტა კრუსის გადაბირება უფასოდაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ფინკი სანტა კრუსს "ბაიერნიდან" იცნობს - ტორსტენი და როკე რეკორდმაისტერში 4 წლის მანძილზე ერთად თამაშობდნენ. სანტა კრუსი "ბაიერნში" 1999-დან 2007 წლამდე ირიცხებოდა და 155 მატჩში 31 გოლი გაიტანა. 2009 წელს "მანჩესტერ სიტიმ" "ბლექბერნს" როკეს სანაცვლოდ 21.2 მილიონი ევრო გადაუხადა, გასულ სეზონში კი პარაგვაელი "მალაგაში" იყო განათხოვრებული. ახლა კი როკეს "სიტისთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტია.

ფინკი კლოზეზეც ფიქრობს
"ჰამბურგს" გაძლიერება დაცვის ცენტრშიც სჭირდება და "ბილდის" ინფორმაციით, ფინკი ნიურნბერგელ უკანახაზელ ტიმ კლოზეს უმიზნებს. 25 წლის მცველს ფრანკებთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი გადაბირება "ვოლფსბურგსაც" უნდა, მაგრამ გაირკვა, რომ შვეიცარიელი "ვოლფსბურგის" ვარიანტით მოხიბლული არაა და ალტერნატიულ წინადადებებსაც განიხილავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული