იუპ ჰაინკესი: არის ერთი ძალიან საინტერესო ფეხბურთელი...

AutoSharing Option
გერმანული მედიის მტკიცებით, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავკაცი იუპ ჰაინკესი კლუბს ურჩევს, ყურადღება მიაქციოს "მალაგას" და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველ ისკოს.

"არის ერთი ძალიან საინტერესო ფეხბურთელი, მე მხედველობაში მყავს ისკო. დამიჯერეთ, ის არის უმაღლესი კლასის ნახევარმცველი", - აცხადებს დონ იუპი.

შეგახსენებთ, რომ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ისკო "მალაგაში" დარჩეს. მასზე მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ნადირობენ.

ასევე იხილეთ:
ზინედინ ზიდანმა ფლორენტინო პერესს ისკო სუარესის შეძენა ურჩია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული