პრესკონფერენციის წინ ჩვენი გერმანელი კოლეგები წერდნენ, ესპანელი სპეციალისტი ალბათ რამდენიმე წინადადებას გერმანულადაც გვეტყვისო... რამდენიმე წინადადება კი არა, გვარდიოლამ, ძირითადად, სულ გერმანულად ისაუბრა და მაშინაც კი, როცა ჟურნალისტები კითხვებს ესპანურად უსვამდნენ, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ გერმანულად ეპასუხა.
"Guten Tag, Gruss Gott! - ასე მიმართა პეპმა ჟურნალისტებს, რაც ქართულად შემდეგნაირად ითარგმნება: "გამარჯობა, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!"
"მაპატიეთ, გერმანულად
პეპი "ბაიერნის" მთავარმა შეფებმა, პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ და სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა წარადგინეს, თუმცა მათი ყოფნა პრესკონფერენციაზე თითქმის არავის შეუმჩნევია - ყურადღების ცენტრში პირველიდან ბოლო წუთამდე პეპი იყო!
"ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია შეტევაა! მიყვარს, როცა გუნდი უტევს და "ბაიერნიც" შეუტევს. შევეცდები, შევინარჩუნო ის უმაღლესი დონე, რომელსაც გუნდმა ამ სეზონში მიაღწია. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს, მაგრამ მე ბევრს არაფერს შევცვლი. ფაქტია, რომ ბედნიერი ვარ, "ბაიერნში" მუშაობის საშუალება რომ მეძლევა. ასეთი გუნდი ჩემთვის ნამდვილად საჩუქარია!" - განაცხადა გვარდიოლამ.
გაიმეორებს პეპი იუპ ჰაინკესის წარმატებას? ფაქტია, რომ "ბაიერნი" ყველა წამყვან ტოტალიზატორში უკვე ყველა ტურნირის ფავორიტად მიიჩნევა. "ბეტ ენდ ვინში" რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე 3.55 კოეფიციენტი აქვს ("ბარსელონას" 3.85, მადრიდის "რეალს" 6.00), გერმანიის ჩემპიონობაზე - 1.22, ხოლო გერმანიის თასზე კი 2.25. ჰეთ-თრიკის გამეორებაზე "ბეტ ენდ ვინში" კოეფიციენტი 7.00-ია...
მაინც როგორი იქნება პეპ გვარდიოლას ერა "ბაიერნში"? ამ საკითხზე ამიერიდან უფრო და უფრო ინტენსიურად ვიმსჯელებთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პეპ გვარდიოლას პირველ ვარჯიშზე დასასწრებად "ბაიერნში" ფანებს 5 ევროს გადახდა მოუწევთ