ლონდონის "ჩელსისა" და ბრაზილიის ნაკრების მცველმა დავიდ ლუისმა მიუნხენის "ბაიერნის" ყურადღება მიიპყრო.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ბრაზილიელის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა და ტრანსფერზე მუშობის დაწყება სთხოვა.
ესპანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ლუისი იდეალურად ჩაჯდება "ბაიერნის" სათამაშო სქემაში.
ლონდონის "ჩელსიში" ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ ლუისი იმ ფეხბურთელთა რიცხვში მოხვდა, რომელიც პორტუგალიელ სპეციალისტს არ სჭირდება.
"ბაიერნის" გარდა, ბრაზილიელი მცველით დაინტერესებულია "ბარსელონა".
2012/13 წლების სეზონში ლუისმა ინგლისის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია sport.es-ის მიხედვით
15:42 01-07-2013
ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნში" დავიდ ლუისის ხილვა სურს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული